ანტივაქსერული მოძრაობა და რუსული პროპაგანდა
მაშინ, როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის მოლოდინშია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ადამიანებში ვაქცინების მიმართ ნდობის გაზრდა. ვაქცინაცია საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას დაეხმარა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში, როგორებიცაა წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულიოზი, ტეტანუსი და სხვა. თუმცა, დღიდან ვაქცინის გამოგონებისა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც დაავადებების წინააღმდეგ ამ მეთოდით ბრძოლას ამა თუ იმ მიზეზით ეწინააღმდეგებოდნენ.