აჭარის ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
25 ივნისს, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის ონლაინ შეხვედრა. საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრის გახსნით ნაწილში, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორმა, და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრმა, გიორგი კლდიაშვილმა, საკონსულტაციო ჯგუფის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუზიარა საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დანერგვის გამოცდილება.