პოლონეთში IDFI-მ ბათუმის მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა
2023 წლის 11 დეკემბერს პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში, “აღმოსავლური სახლის ვიტრინის” ორგანიზებით IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის ანტონ ვაჭარაძის ლექცია გაიმართა, თემაზე - „1937-1938 წლებში ბათუმში რეპრესირებულთა მასობრივ სამარხზე ჩატარებული არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევა“.