სტატია

31 აგვისტო 2020 image

თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიებმა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიული დოკუმენტები დაამტკიცეს

26 და 31 აგვისტოს, შესაბამისად, თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებებით, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ადგილობრივი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა. 

17 აგვისტო 2020 image

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

14 აგვისტოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების პირველი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატი და ღია მმართველობის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს უმაღლეს საბჭოში სამოქალაქო ჩართულობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ანგარიშვალდებულების გაძლიერებას და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას. 

10 აგვისტო 2020 image

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

6-7 აგვისტოს გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭომ და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით წარდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს.

 

28 ივლისი 2020 image

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაცია

28 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის შედეგები წარადგინა.

23 ივლისი 2020 image

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს

21-22 ივლისს, გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა 2020-2021 წლების საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით წარდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს.

22 ივლისი 2020 image

სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - პროექტის დახურვის ღონისძიება

22 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა(IDFI) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) ერთად,  ევროკავშირის მხარდაჭერით წარმართული „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ პროექტის დახურვის ღონისძიება გამართა.

22 ივლისი 2020 image

22 ივლისი რეპრესირებულთა ხსოვნის დღეა

რეპრესირებულთა ხსოვნის დღე, 22 ივლისი საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით, 2002 წლიდან გამოცხადდა. 1937 წელს, სწორედ ამ დღეს, დიდმა ქართველმა პოეტმა, პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა.

21 ივლისი 2020 image

„ელცინ ცენტრის“ არქივში დაცული დოკუმენტები საქართველოს შესახებ

რუსეთში, ბორის ელცინის მშობლიურ ურალის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში 2015 წლიდან ფუნქციონირებს მისი სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი („ელცინ ცენტრი“). ცენტრში მთავარი ადგილი უჭირავს ბორის ელცინის სახელობის მუზეუმს, ასევე ცენტრში მოქმედებს სხვადასხვა განყოფილებები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ბორის ელცინის არქივი.

20 ივლისი 2020 image

IDFI-ის ტრენინგი სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის

17-19 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ორგანიზებულ ორდღიან პრაქტიკულ ტრენინგში მონაწილეობა 15-მა მსმენელმა მიიღო. მონაწილეებმა ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმები და მეთოდები შეისწავლეს.

 

20 ივლისი 2020 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მერვე მოდული დაიწყო

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, 14 ივლისს დაიწყო მერვე მოდული, რომელიც მიზნად ისახავს მსმენელებს მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე მამხილებლობასა და კორუფციის ჟურნალისტურ გამოძიებაზე.