სტატია

30 სექტემბერი 2020 image

IDFI-მ და GYLA-მ საჯარო მმართველობის რეფორმის საკითხებზე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტრენინგები გამართეს

IDFI-მ და GYLA-მ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საკითხებზე ონლაინ ტრენინგები გამართეს რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

 

29 სექტემბერი 2020 image

ცენზურა საბჭოთა კავშირში

საბჭოთა კავშირის არსებობის 70 წლის განმავლობაში, ქვეყანაში მოქმედებდა მკაცრი ცენზურა. საბჭოთა ცენზურა შეეხო ქართველ ხელოვანებსა და ავტორებსაც. მათ შორის იყვნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ერეკლე ტატიშვილი და სხვები. მათი დიდი ნაწილი საბჭოთა რეპრესიებს ემხსვერპლა კიდეც და ამაში საბჭოთა ცენზურის სისტემის როლი უდიდესი იყო.

29 სექტემბერი 2020 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

2020 წლის 28 სექტემბერს კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. პირველი ლექცია ჩატარდა საგანში „კარგი მმართველობა და კორუფცია“, რომელსაც მოწვეული ლექტორი - გიორგი ჩხეიძე - კითხულობს.

 

24 სექტემბერი 2020 image

IDFI-მ ონლაინ კონფერენცია - კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო გამართა

2020 წლის 22 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით - კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო გამართა.

16 სექტემბერი 2020 image

რუსული საინფორმაციო ომი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

2020 წლის 3 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა.

1 სექტემბერი 2020 image

ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია

1  სექტემბერს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გამართა.

31 აგვისტო 2020 image

თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიებმა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიული დოკუმენტები დაამტკიცეს

26 და 31 აგვისტოს, შესაბამისად, თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებებით, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ადგილობრივი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა. 

17 აგვისტო 2020 image

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

14 აგვისტოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების პირველი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატი და ღია მმართველობის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს უმაღლეს საბჭოში სამოქალაქო ჩართულობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ანგარიშვალდებულების გაძლიერებას და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას. 

10 აგვისტო 2020 image

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

6-7 აგვისტოს გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭომ და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით წარდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს.

 

28 ივლისი 2020 image

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაცია

28 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის შედეგები წარადგინა.