სტატია

29 ოქტომბერი 2020 image

IDFI მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) რეგიონალური ჰაბი გახდა

IDFI მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ჰაბი გახდა. GDB წარმოადგენს მონაცემების გლობალური ინდექსის კვლევას, რომელიც ეხება  საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მონაცემების მნიშვნელობას და ეფუძნება ღია მონაცემების ბარომეტრს.

 

28 ოქტომბერი 2020 image

მონაცემების გლობალური ბარომეტრი (GDB)

2020 წლის შემოდგომაზე, IDFI შეუერთდა მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პროექტს და მის რეგიონულ ჰაბებს. IDFI ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჰაბი გახდადა პასუხისმგებელია სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, საქართველოზე, ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, მონღოლეთზე, მოლდოვაზე, ტაჯიკეთზე, თურქმენეთზე, უკრაინასა და უზბეკეთზე.

27 ოქტომბერი 2020 image

Covid-19 და პასუხისმგებლობის ზომები: კონსტიტუციურობის სისტემური პრობლემა

საქართველოს პარლამენტი ილუზორულად ახორციელებს საკუთარ კონსტიტუციურ კომპეტენციას, რითაც Covid-19 გავრცელების პრევენციისკენ მიმართული პასუხისმგებლობის ზომების კონსტიტუციურობას აყენებს ეჭვქვეშ. 

21 ოქტომბერი 2020 image

IDFI-იმ ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ღია მონაცემებზე ტრენინგი ჩაუტარა

2020 წლის 21 ოქტომბერს, IDFI-იმ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ღია მონაცემების განკარგვისა და გამოქვეყნების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.

20 ოქტომბერი 2020 image

IDFI-მ პროექტის „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ პრეზენტაცია გამართა

20 ოქტომბერის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, გამართა პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ პრეზენტაცია.

 

16 ოქტომბერი 2020 image

Freedom House: საქართველოს ქულა ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში გაუმჯობესდა

14 ოქტომბერს მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. 2020 წელს საქართველომ 100-დან 76 ქულა აიღო და ინტერნეტ თავისუფლების მხრივ შეფასდა, როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა. 2019 წელთან შედარებით, ქვეყნის ქულა, საერთო ჯამში, ერთით გაუმჯობესდა.

13 ოქტომბერი 2020 image

ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებმა კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები მიიღეს

2020 წლის 2 და 8 ოქტომბერს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებებით, 2020-2023 წლების კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა.

13 ოქტომბერი 2020 image

IX მოწვევის პარლამენტმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული პრობლემური კანონპროექტი არ მიიღო

2019 წლის ოქტომბერში „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სფეროს ექსპერტების კრიტიკის საგანი გახდა. 

 

12 ოქტომბერი 2020 image

ონლაინ ლექცია - რუსული პროპაგანდა: იმპერიიდან თანამედროვეობამდე

10 და 11 ოქტომბერს, ბათუმის ამერიკული კუთხის (American Corners Batumi) ორგანიზებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერების კვლევებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და ამავე მიმართულების ანალიტიკოსმა, მეგი ქარცივაძემ ჩაატარეს საჯარო ლექციები თემაზე „რუსული პროპაგანდა: იმპერიიდან თანამედროვეობამდე“.

12 ოქტომბერი 2020 image

IDFI-ის წარმომადგენლების შეხვედრა მერაბ კოსტავას საზოგადოებასთან

12 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.