Boot Camp - პოლარიზებული საზოგადოება ჰიბრიდული გამოწვევების წინაშე
2022 წლის 18-20 აგვისტოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ორგანიზებით გაიმართა Boot Camp-ი: „პოლარიზებული საზოგადოება ჰიბრიდული გამოწვევების წინაშე“, რომელშიც ჩართულნი იყვნენ აკადემიური და სასერტიფიკატო პროგრამის - “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორია და გაბათილების საშუალებები” და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები.