ესტონეთის რეგიონების ელ-ჩართულობა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა: გასათვალისწინებელი პრინციპები
ესტონეთი პოსტსაბჭოთა ბალტიური ქვეყანაა 1.3 მილიონიანი მოსახლეობით, რომელსაც აღმოსავლეთით რუსეთი ესაზღვრება. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ესტონეთმა ელ-მმართველობის მრავალმხრივი პოლიტიკა გაატარა, რამაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლის მოსახლეობის 70%-ითვის უზრუნველყო (Statistics Estonia, 2012). 2012 წელს გაეროს საჯარო ადმინისტრაციის პროგრამაში ესტონეთმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი, ხოლო მთლიანობაში მე-20 ადგილი დაიკავა ელ-მმართველობის საშუალებების განვითარების კუთხით.