ანალიზი

2 დეკემბერი 2014 image

საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილები შევიდა

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 14 ნოემბერს მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში. ახლად შესული ცვლილებები აწესებს ახალ რეგულაციებს, როგორც საქართველოში ბინადრობის მოწმობის, ისე საიმიგრაციო ვიზის მიღებით დაინტერსებულ პირთათვის. საერთო ჯამში კანონპროექტში შესული ცვლილებები პოზიტიურად უნდა იქნეს შეფასებული. IDFI მიესალმება იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ ადეკვატური რეაქცია მოახდინა კანონთან დაკავშრებით სამოქალაქო სექტორისა და დაინტერესებული პირების მიერ გამოთქმულ კრიტიკასა და შენიშვნებზე.  

1 დეკემბერი 2014 image

თბილისის საკრებულოში გაცემული პრემიები (2013 ნოემბერი-2014 ნოემბერი)

2013 წლის 1 ნოემბერიდან - 2014 წლის ივნისის ჩათვლით (სულ 8 თვე) თბილისის საკრებულოს წევრებზე გაიცა 1 247 206 ლარის პრემია, რაც თითქმის სამჯერ მეტია 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიების ოდენობაზე

27 ნოემბერი 2014 image

მკვლელობების სტატისტიკა საქართველოში

2014 წლის 25 სექტემბერს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ გაცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა 2003-2014 წლების რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის სტატისტიკა

11 ნოემბერი 2014 image

2013 წლის მონაცემები გუბერნატორების ადმინისტრაციებიდან

www.opendata.ge - ზე უკვე ხელმისაწვდომია იმერეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო და შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ადმინისტრაციებიდან IDFI-სთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია.

 

 

 

6 ნოემბერი 2014 image

ფარული მოსმენების შესახებ შუამდგომლობების რაოდენობა შემცირდა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულება შეასრულა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე მართლაც უპრეცედენტო სტატისტიკა გამოქვეყნა

28 ოქტომბერი 2014 image

IDFI: თსუ-ში პრემიებისა და დანამატის სახით 6 მილიონი ლარი გაიცა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრემიებისა და დანამატების სახით 6 მილიონი ლარი გაიცა.



15 ოქტომბერი 2014 image

2013 წლის მონაცემები იმერეთის რეგიონიდან

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის განთავსებას www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა).

 

7 ოქტომბერი 2014 image

რატომ გამკაცრდა სავიზო რეჟიმი საქართველოში?

ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებამ ეტაპობრივად დაიწყო ქვეყანაში საიმიგრაციო პოლიტიკას გამკაცრება. დაინტერესდა იმით, თუ რომელ საერთაშორისო აქტებს ან/და ჩატარებულ კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებს ემყარებოდა საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრება. შესაბამისად ა.წ. 12 სექტემბერს IDFI –მ საჯარო ინფორმაციის მიღების განცხადებით მივმართა საქართველოს მთავრობას. მიღებული ოფიციალური დოკუმენტებიდან გამოდინარე წარმოგიდგინოთ მოკლე შეჯამება იმ არგუმენტებისა, რომლებიც საფუძვლად დაედო საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოში და მოგაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი საკანონდებლო აქტების მომზადების პროცესის შესახებ. 

6 ოქტომბერი 2014 image

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენასთან დაკავშირებული დარღვევები

როგორც ცნობილია, საქართველოში თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონით დადგენილ ვადებში წარდგენის კონტროლს ახორციელებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო.

3 ოქტომბერი 2014 image

2013 წლის მონაცემები შიდა ქართლის რეგიონიდან

ამჯერად გთავაზობთ შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებულ სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციას