ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება
შაბათს, 6 დეკემბერს, განათლების მულტიმედია ცენტრში გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება“. ღონისძიება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ იყო ორგანიზებული და უკავშირდებოდა World Wide Web-ის (www) 25 წლისთავს და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველ 10 დეკემბერს აღინიშნება.