ანალიზი

23 თებერვალი 2017 image

საქართველო 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

2017წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 10 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 180ქვეყანას შორის 13-ე ადგილზეა, რითიც წინ უსწრებს ყველა მეზობელ და თითქმის ყველა ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყანას. ევროპის მასშტაბით საქართველო მე-5 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ შვეიცარიას, ესტონეთს, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს.

9 თებერვალი 2017 image

მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები - შეზღუდული სახელმწიფო რესურსი თუ არასაკმარისი პოლიტიკური ნება

საქართველოში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 86,283 დევნილი ოჯახი (259,247 პირი).   

 

7 თებერვალი 2017 image

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში: გამოწვევები და რეკომენდაციები

ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა“ (GRECO) საქართველოს შესახებ შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში შეეხებოდა კორუფციის პრევენციას საკანონმდებლო ორგანოში, სასამართლო ხელისუფლებაში და პროკურატურაში. საქართველო GRECO-ს 1999 წელს შეუერთდა და მას შემდეგ შეფასების 4 რაუნდში მიიღო მონაწილეობა. 

6 თებერვალი 2017 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა პროაქტიული გამოქვეყნების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა

სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიული ხელმისაწვდომობა კარგი მმართველობის, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და წინაპირობაა. ამ მიმართულებით იურიდიული ჩარჩოს უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილებათა და სამართალწარმოების პროცესის შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტის არსებობა.

3 თებერვალი 2017 image

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის სტატისტიკური მონაცემები

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა  სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობების  რაოდენობის შესახებ სრული მონაცემები, ისევე როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის რეესტრი. მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით 2016 წელს სასამართლოებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით შესული შუამდგომლობების რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი - 77%-დან 92%-მდე.

3 თებერვალი 2017 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის საერთაშორისო პრაქტიკა

მოცემული დოკუმენტის მიზანია სიტუაციური სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ზოგადი სახის ინფორმაციას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის ბალანსის საკითხზე.დოკუმენტი მოკლედ მიმოიხილავს სასამართლო გადაწვეტილებათა ხელმისაწვდომობის მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოს ისეთ სახელმწიფოებში,როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, კანადა, შვედეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სომხეთი, ახალი ზელანდია, სლოვენია, ხორვატია, გერმანია და ავსტრალია.

27 იანვარი 2017 image

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასება

სახელმწიფო შესყიდვების კანონში შემოთავაზებული ცვლილებების უმეტესობა დადებითი და სასარგებლოა. ცვლილებები ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, გააუმჯობესებს შესყიდვების კანონმდებლობას და გააჯანსაღებს შესყიდვების პროცესს. თუმცა, კანონპროექტი მაინც შეიცავს რისკებს. კერძოდ, გასაჩივრების წესში დაგეგმილი ცვლილებები შეიძლება საბოლოოდ უარყოფითად აისახოს დარღვევების აღმოჩენისა და გასაჩივრების პროცესზე. დაგეგმილი ცვლილებები ქმნის დამატებით ბარიერებს გასაჩივრებისთვის, რასაც შეიძლება მოჰყვეს საჩივრების რაოდენობის შემცირება სამართლიანი საჩივრების შემცირების ხარჯზე. ამიტომ, კანონპროექტის ავტორებმა უფრო დეტალურად უნდა დაასაბუთონ ამ ბარიერების შემოღების საჭიროება.

10 იანვარი 2017 image

მშენებლობის გამო თბილისში მოჭრილი ხეების სტატისტიკა

2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. ამასთან, ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა. ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებული სტატუსის მინიჭება. IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზი მოიცავს ინფორმაციას საცხოვრებელი კორპუსებისა და კომერციული ობიექტების მშენებლობაზე, ხეების მოსაჭრელად გაცემულ ნებართვებზე, ნებართვების გაცემიდან ქალაქის ბიუჯეტში არსებულ შემოსავლის რაოდენობაზე და უნებართვოდ მოჭრილი ხეების რაოდენობაზე.

14 დეკემბერი 2016 image

2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა და მისი ხელმისაწვდომობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის დანაშაულის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არასრულად და არათანმიმდევრულად გამოქვეყნება აჩენს ეჭვებს,  რომ უწყება ხელოვნურად აფერხებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.  ამასთან, ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება მნიშვნელოვნად აზიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს. 

1 დეკემბერი 2016 image

ღია კონტრაქტების სტანდარტი - მონაცემთა წარმოების საუკეთესო გზა

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების საჯაროობა გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შექმნის პირველი ნაბიჯია. თუმცა, ინფორმაციის ან დოკუმენტების პირველად ფორმატში მიწოდებისას, დაინტერესებულ პირებს უწევთ საჯარო ინფორმაციის ხელით დამუშავება, რაც, ხშირ შემთხვევაში, დიდ დროსა და ადამიანურ რესურსებთანაა დაკავშირებული. ზუსტად ამიტომაა საჭირო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ავტომატური დამუშავების ფორმატში.