ანალიზი

30 ივნისი 2017 image

ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები კორუფციულ რისკებს შეიცავს

საქართველოს პარლამენტში 2017 წლის 25 მაისს დარეგისტრირდა კანონის პროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა, ხოლო ავტორი ეროვნული ბანკია.

29 ივნისი 2017 image

საჯარო სამსახურის რეფორმა შეფერხებით მიმდინარეობს

საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოში მიმდინარე მმართველობითი რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. გარდა იმისა, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოს და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია, ის ასევე წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ოთხ-პუნქტიანი გეგმის სტრატეგიულ ამოცანასაც. 

9 ივნისი 2017 image

სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი?

2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რითიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება და ეკონომიკური საქმიანობა. კანონის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.

31 მაისი 2017 image

საქართველოს პარლამენტმა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

2017 წლის 16 მაისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმის მიზანია პარლამენტის საქმიანობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. სამოქმედო გეგმა ჯამში 25 ვალდებულებას მოიცავს, რომელთა განხორციელებას საქართველოს პარლამენტი 2017-2018 წლებში გეგმავს.

25 მაისი 2017 image

საქართველოში პეტიციების ელექტრონული პორტალი იქმნება

სულ მალე საქართველოს მთავრობა ელექტრონული პეტიციების პორტალის (ichange.gov.ge). ამოქმედებას გეგმავს. პორტალის გამოყენებით ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ელექტრონული პეტიციის შექმნა, ხელმოწერების მოგროვება და, საკმარისი ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში, მისი მთავრობისთვის გაგზავნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობას უჩნდება ვალდებულება უპასუხოს პეტიციას და ეს პასუხი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს პეტიციების ელექტრონულ პორტალზე.

 

18 მაისი 2017 image

კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში: შეხვედრა პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციასთან

IDFI განაგრძობს ამერიკის სახელწმიფო უწყებების გრიფით საიდუმლო მასალების გამოქვეყნებას, რომლებიც ეხება საქართველოს უახლოეს წარსულს. ამჯერად მკითხველს წარვუდგენთ 1991 წლის სექტემბერში, მოსკოვში ამერიკის საელჩოდან, სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებას. 

11 მაისი 2017 image

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის სტატისტიკა საქართველოში

ბოლო პერიოდში, საქართველოში, სოციალური ქსელებისა თუ მედიის საშუალებით, არაერთხელ გავრცელებულა ცხოველთა მიმართ ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრები. ბუნებრივია, ეს იწვევს საზოგადოების დაინტერესებას, დაეკისრა თუ არა ამ დანაშაულში მხილებულ პირებს პასუხისმგებლობა.

28 აპრილი 2017 image

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებული სიახლეების შეფასება

2017 წლის 22 აპრილს საკონსტიტუციო კომისიამ კენჭი უყარა და დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. მიღებული პროექტი გარკვეულ პოზიტიურ სიახლეებთან ერთად, ასევე შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს.

11 აპრილი 2017 image

ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ახალი სისტემა – IDFI-ის შეფასება

IDFI კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოს მთავრობისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ძალისხმევას, აღმოფხვრან თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემაში არსებული ხარვეზები. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია შესაძლებლობას იძლევა, თანამდებობის პირთა დეკლარაციები აღარ ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და რეალურად მოწმდებოდეს დეკლარაციებში მოცემული მონაცემთა სისწორე.

 

6 მარტი 2017 image

IDFI აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2016 წლის ანგარიშში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის 2016 წლის ანგარიში. ანგარიში მზადდება აშშ-ს საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მიმოიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობას 200-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.