ანალიზი

13 ივლისი 2018 image

IDFI-ის მოსაზრებები ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2018-2019 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას 2011 წელს შეუერთდა და გასული წლების განმავლობაში 3 სამოქმედო გეგმა შეიმუშავა სადაც შესული იყო მნიშვნელოვანი ვალდებულებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, გამჭვირვალობის და საჯარო სერვისების ეფექტიანობის და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის კუთხით. 

22 ივნისი 2018 image

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების სტატისტიკა (2014-2017)

IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზი, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს ეყრდნობა ეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშსა და IDFI-ის მიერ სააგენტოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას. კვლევის ფარგლებში დამუშავდა 2014-2017 წლების მონაცემები.

 

8 ივნისი 2018 image

ლგბტ პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემანის უფლების მინიჭების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების ანალიზი

წინამდებარე ანალიზი შესრულებულია კონსტიტუციონალისტ გიორგი გოცირიძის მიერ და ეხება სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინებას, რომლითაც სასამართლომ უარი თქვა განეხილა ლგბტ პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემანის უფლების მინიჭების საკითხი.

7 ივნისი 2018 image

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმოხილვა: 2013-2017 წლებში

ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში იქმნება სარეზერვო ფონდები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. თავისი არსიდან გამომდინარე, სარეზერვო ფონდების რესურსები ძირითადად ფორს-მაჟორულ სიტუაციებზე უნდა იხარჯებოდეს, მაგალითად, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.

30 მაისი 2018 image

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხოელებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკის ანალიზი

2014 წლიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სულ 27,400-ჯერ უთხრეს უარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე.

4 მაისი 2018 image

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზი: პრაქტიკა და გაცხადებული მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა

IDFI იზიარებს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის პრინციპებს და მიიჩნევს, რომ რეფორმა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სტრატეგიული დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და სამომავლოდ მათ მეტად დახვეწას,  ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ. 

22 აპრილი 2018 image

დევნილთა სტატისტიკა სტატუსის ჩამორთმევის, შეწყვეტისა და შემოსავლების მიხედვით

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დევნილად დარეგისტრირებულია 277,403 ადამიანი

11 აპრილი 2018 image

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯები

DFI-მ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014-2017 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალური მომსახურებით მოსარგებლეთა სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნით მიმართა. სამინისტრომ კვლევის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია IDFI-ის სრულყოფილად მიაწოდა.

31 მარტი 2018 image

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის და პრაქტიკის შედარებითი ანალიზი

IDFI-ის მიერ მომზადებული შედარებითი ანალიზის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების სისტემების პარალელური ტენდენციების და საერთო მახასიათებლების და მათ შორის საუკეთესო პრაქტიკის განსაზღვრა.

30 მარტი 2018 image

2017 წლის ღია და დახურული საჯარო უწყებები

IDFI-ს მიერ 2010-2017 წლებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებში სულ გაიგზავნა 45 310 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება, საიდანაც პასუხი მიღებულია 37 511  მოთხოვნაზე. 2010-2017 წლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2017 წელს მიღებული პასუხების რაოდენობა 88%-ს შეადგენს.