ანალიზი

29 მაისი 2019 image

2013-2017 წლებში საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავები და დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობა

რეგრესის წესით ანაზღაურება გულისხმობს საჯარო დაწესებულებების მხრიდან იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკანონო ქმედებების განხორციელებაზე, უფრო კონკრეტულად კი, ისეთი ქმედებების განხორციელებაზე, რამაც შედეგად გამოიწვია საჯარო დაწესებულების დავალდებულება, გადაეხადა შესაბამისი თანხა. 

17 მაისი 2019 image

2018 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის განვითარება შეფერხდა

2019 წლის აპრილში V-Dem-მა სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის ამსახველი 2018 წლის მონაცემები გამოაქვეყნა , რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოკრატიის საშუალო ხარისხი გაუარესდა. მონაცემთა ანალიზისას თვალშისაცემია ის მიმართულებები, რამაც ბოლო წლებში გაუარესება განიცადეს და შესაბამისად ნეგატიური ასახვა ჰპოვეს საქართველოს რეიტინგში.

28 მარტი 2019 image

IDFI-ის მოსაზრება საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილების გამიჯვნის რეფორმასთან დაკავშირებით

2018 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საგამოძიებო სისტემის ფართომასშტაბიან რეფორმაზე მუშაობა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ელემენტად საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნას მოიაზრებს. 

27 მარტი 2019 image

საქმეთა განაწილების ახალი სისტემა სასამართლოში

საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის შემუშავება, მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში დანერგილ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს. საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, განაწილების წესის მუშაობაზე ერთწლიანმა დაკვირვებამ, ახალი სისტემის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოავლინა.

26 მარტი 2019 image

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმებლობის სისტემა

მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით.

12 მარტი 2019 image

სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლო ხელისუფლებამ პირველად შეიმუშავა სასამართლო სისტემის ხუთწლიანი სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა.

28 თებერვალი 2019 image

საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა CEVRO, საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარული სისტემიდან დემოკრატიისკენ ტრანსფორმაციის შესახებ სტატიების კრებული გამოსცა, რომელშიც IDFI-ის სამი სტატიაა შესული

2018 წელს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური სწავლებების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის, CEVRO-ს პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში საბჭოთა ავტორიტარული რეჟიმიდან დემოკრატიის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ სტატიების კრებულის (ჟურნალის) გამოქვეყნებას.

22 თებერვალი 2019 image

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) რეკომენდაციები არასათანადოდ სრულდება

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულმა ქსელმა (OECD-ACN) 2019 წლის თებერვალში გამოაქვეყნა მეორე პროგრესის ანგარიში, რომელიც აფასებს მის მიერ საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების მეოთხე რაუნდის შეფასების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.

4 თებერვალი 2019 image

პროკურატურის რეფორმა – რა ცვლილებებით შეხვდა სისტემა 2019 წელს

2018 წლის დეკემბერში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდგომ, ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებები. შედეგად, საქართველოს პროკურატურა სრულად გამოეყო იუსტიციის სამინისტროს და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა. მისი ხელმძღვანელი გენერალური პროკურორია, ხოლო მისი დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა საპროკურორო საბჭოს დაევალა.

26 დეკემბერი 2018 image

ევრაზიის რეგიონის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის და პრაქტიკის შედარებითი ანალიზი

IDFI-ის მიერ მომზადებული შედარებითი ანალიზის მიზანია ევრაზიის რეგიონის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების სისტემების პარალელური ტენდენციების და საერთო მახასიათებლების და მათ შორის საუკეთესო პრაქტიკის განსაზღვრა.