საქართველოს პროკურატურის სისტემაში მიმდინარე რეფორმების მიმოხილვა: მიღწევები და არსებული გამოწვევები

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 3 მაისი 2018

საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ 2013 წელს დაიწყო პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმების პროცესი. ამ წლების განმავლობაში, გატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა:

 

- 2013 წელს, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილების შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქცია ჩამოშორდა იუსტიციის მინისტრს და გადაეცა მთავარ პროკურორს;


- 2015 წლის სექტემბერში, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საქართველოს მთავარი პროკურორის შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების ახალი წესი იქნა შემოღებული, რომლიც მიხედვითაც გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიური ორგანო - საპროკურორო საბჭო;


- 2016 წელს, მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს.


- საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის, საქართველოს პროკურატურა გამოეყოფა აღმასრულებელ ხელისუფლებას – იუსტიციის სამინისტროს. ეს რეფორმა, საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიასთან ერთად, უზრუნველყოფს საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებას და მის შესაძლო პოლიტიკური გავლენისგან დაცვას.

 

მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომლებიც შემდგომ მუშაობასა და პროკურატურაში ძლიერი მართვის მექანიზმის არსებობას მოითხოვს. იმისათვის, რომ ეს გამოწვევები წარმატებულად გადაილახოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროკურატურამ განაგრძოს მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მთლიანობის ხარისხის გაზრდა, ადამიანის უფლებათა დაცვა, საზოგადოებაში ნდობის ამაღლება, არამენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პროკურორების გაძლიერება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვა.

 

საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ კონსტიტუციაში შევა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც პროკურატურას ჩამოაყალიბებს აბსოლუტურად დამოუკიდებელ უწყებად. უმნიშვნელოვანესი იქნება ამ პროცესის სისტემატიზებული მონიტორინგი, გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრა, რათა საბოლოოდ საქართველოს პროკურატურა ჩამოყალიბდეს, როგორც ძლიერი სამართალდამცავი უწყება, რომლის სტრუქტურა და საქმიანობა შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

რეკომენდაციები


- საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და მოხდეს საპროკურორო საბჭოს სრული განცალკევება იუსტიციის სამინისტროსგან;


- მნიშვნელოვანია განხორციელდეს ამ პროცესის მონიტორინგი, იმისათვის, რომ საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლობა მუდმივად გარანტირებული იყოს;


- საჭიროა მოწესრიგდეს საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტების საკითხი იმგვარად, რომ მისი დაკომპლექტება სრულად გენერალური პროკურორის დისკრეცია არ იყოს;


- მნიშვნელოვანია არამენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პროკურორების გაძლიერება და მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა. ამისთვის, საჭიროა ეფექტური და მოქმედი სამართლებრივი გარანტიები, რათა მათი ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა უზრუნველყოფილი იქნეს;


- ასევე მნიშვნელოვანია, პროკურორთა უფლებები დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში უფრო ზუსტად და ვრცლად იყოს დარეგულირებული, ისევე როგორც საქმის გადანაწილებისა და ჩამორთმევის საფუძვლები და კრიტერიუმები;


- საჭიროა გაგრძელდეს მუშაობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართულებით სპეციალიზებული პროკურორების საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფის მიზნით, და გარანტირებული იქნეს მათი გადამზადება. საჭიროა, ასევე, ამ მიმართულებით პროკურატურამ იმუშაოს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებაზე, რაც გავლენას მოახდენს დაზარალებულების მიმართვიანობის ზრდაზე.

 

ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და იგი არ ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024