IDFI-მ ანგარიშის - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2014 პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 12 თებერვალი 2015

ხუთშაბათს, 12 თებერვალს 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამართა ანგარიშის - „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2014“ პრეზენტაცია და საჯარო ინფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო უწყებების, ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

 

2010 წლიდან IDFI ახორციელებს პროექტს „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.OpenData.ge” ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით. გასული ერთი წლის მდგომარეობა IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, გამგეობის თავმჯდომარემ - ლევან ავალიშვილმა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ ავალიშვილმა თავიანთ პრეზენტაციებში მიმოიხილეს.  

 

გიორგი კლდიაშვილმა ყურადღება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის გაუმჯობესების ძირითად ტენდენციებზე და გამოწვევებზე გაამახვილა, ავალიშვილის პრეზენტაცია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შეეხებოდა, ხოლო ვახტანგ ნაცვლიშვილმა ამ კუთხით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.  


IDFI-ის გუნდის მიერ 2014 წელს პროექტის განხორციელებისას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 5 466 განცხადება 308 საჯარო დაწესებულებაში. აქედან ორგანიზაციამ მიიღო:

 

  • სრულყოფილი პასუხი - 3 628(66,4%)
  • არასრულყოფილი პასუხი -356(6,5%)
  • უარი -85(1,5%)
  • უპასუხო-1 397(25,6%)


ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის თქმით, უარების 65% IDFI-მ შპს-ებისა და ააიპებისგან მიიღო და საჭიროა საკანონმდებლო რეფორმა ამ კუთხით გაუმჯობესებისთვის.


გასულ წელს ყველაზე პრობლემატური საკითხები, რომლებზეც ინფორმაციის მიღება რთული იყო, ეხებოდა ელექტრონულ მიმოწერას, მრჩეველების შესახებ საჯარო მონაცემებს, სამართლებრივ აქტებს პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ. IDFI-ს წინა ანგარიშში კი იკვეთებოდა, რომ ყველაზე რთულად მისაღები იყო ინფორმაცია პრემიებისა და დანამატების თაობაზე, წელს კი ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. 


IDFI-ს დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა ანგარიშის პრეზენტაციზე აღნიშნა, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საწყის ეტაპზე, (2012 წლის ოქტომბერი - 2013 წლის სექტემბერი) სრულყოფილად გაცემული პასუხების 81%-იანი მაჩვენებელი მიმდინარე პროექტის ფარგლებში 66% - მდე შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 11%-დან 26%-მდე გაიზარდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულ ნიშნულს მიუახლოვდა.


მისი თქმით, საკმაოდ მოულოდნელი, მაგრამ ძალიან მისასალმებელი ფაქტი იყო ის, რომ ეროვნული უშიშროების და დაზვერვის სამსახურებმა 100% გამჭვირვალეობა აჩვენეს.


პრეზენტაციაზე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც. დასახელდა საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურული უწყებები.


IDFI-ის გაუმჭვირვალობის სერტიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისათვის გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

 

IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის გადაეცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელმაც ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მეტად გააუმჯობესა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. 2012-2013 წლების მაჩვენებელთან (75%) შედარებით მიმდინარე პროექტში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა 23%-ით და შეადგინა 98%.


სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კი დასახელდა, როგორც 2014 წელს ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება.



სპეციალური ჯილდოები (სიგელები) „2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ მიიღეს შემდეგმა ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებებმა:

 

 

• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
• საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
• საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

• აჭარისა/რ-ისგანათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო


ასევე, IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომლებმაც პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს (სულ 38 დაწესებულება). მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საჯარო სამსახურის ბიურო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სახალხო დამცველის აპარატი, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი, სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური და სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო, რომლებმაც 2012-2013 წლების მსგავსად კვლავ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირეს.


2014 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად საუკეთესო გამოქვეყნებისთვის IDFI-ის სიგელი გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.


დაწესებულების კატეგორიების მიხედვით აგრეთვე, დასახელდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე არაანგარიშვალდებული უწყებები. მათ შორის არიან:


• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო  
• სსიპ- შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური
• სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
• წალკის გამგეობა
• ხობის გამგეობა
• თეთრიწყაროს საკრებულო
• მარნეულის საკრებულო
• მარტვილის საკრებულო
• ქობულეთის საკრებულო
• შუახევის საკრებულო
• წალკის საკრებულო
• ბოლნისის საკრებულო


ანგარიში „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში“ ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები: 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში

ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024