საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 ივლისი 2021

6 ივლისს, თითქმის წელიწადნახევრიანი მუშაობის შედეგად, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნულ სამოქმედო გეგმას საქართველოს პარლამენტის ბიუროს 26 ივლისის სხდომის შედეგად დაემატა კიდევ ერთი ვალდებულება - საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება.

 

საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებას და დამტკიცებას კოორდინირებდა საქართველოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომლის მუშაობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ხელმძღვანელობით. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ (IDFI) საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

 

აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული ვალდებულებების აბსოლუტური უმრავლესობა არის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის შედეგი. კერძოდ, საპარლამენტო საბჭოს ვალდებულებები შესთავაზა: გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), USAID/GGI-მ, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ (TI), საქართველოს სახალხო დამცველმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა.

 

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 19 ვალდებულებისაგან შედგება, რომელთა განხორციელებაც 2021-2022 წლების ფარგლებშია დაგეგმილი. სამოქმედო გეგმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას, გააუმჯობესოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობა, გააძლიეროს მოქალაქეთა ჩართულობა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში და ხელი შეუწყოს საპარლამენტო ღიაობისა და გამჭვირვალობის ზრდას.  

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024