ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფში ზეპირი მოსმენა გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 სექტემბერი 2019

დღეს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა საკითხზე: სახელმწიფო უწყებებში არსებული მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები.


მოსმენაზე სამოქალაქო საზოგადოების 5 წარმომადგენელს (რომლებმაც თემატური მოკვლევის ფარგლებში წარმოადგინეს საკუთარი წერილობითი დასაბუთებული პოზიციები) საშუალება ჰქონდა პირადად მიემართა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებისათვის და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ესაუბრათ კანონშემოქმედებით პროცესში ჩართულობის მხრივ არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე.


მომხსენებლებს შორის იყვნენ: გაეროს განვითარების პროგრამის (ნინო ღონღაძე), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (ეკატერინე დანელია), მწვანე ალტერნატივას (ნინო გუჯარაიძე), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (ლიკა საჯაია) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (თამარ იაკობიძე) წარმომადგენლები.


ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფრუიძის აზრით, „ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ერთად გავარკვიოთ რა ინსტრუმენტები და პრაქტიკები არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტებში მოქალაქეთა ჩართულობისთვის, რა ნაკლოვანებებია ამ მიმართულებით და რა არის ძირითადი გამოწვევები. ამის შემდეგ უკვე შევჯერდებით ძირითად რეკომენდაციებზე იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს მოქალაქეთა ჩართულობის.  ეს არ უნდა იყოს ფრაგმენტული, ფორმალური პროცესი და შესაბამისად/რეალურად მოქალაქეებსაც ინტერესი გაუჩნდეთ, რომ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღებაში, ჩაერთონ პოლიტიკის და კანონპროექტების შემუშავების პროცესში.“


„IDFI უკვე წლებია მუშაობს მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით. საქართველოში არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომელიც დაარეგულირებდა პოლიტიკის შემუშავების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმებს. სწორედ ამიტომ პრაქტიკაში ჩართულობა მხოლოდ ფრაგმენტულად და კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ხორციელდება. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთვის მოცემული საკითხი პრინციპული და ძალზედ მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ საშუალება მოგვეცა მოცემულ პროცესში დახმარება გავუწიოთ საქართველოს პარლამენტს. ვიმედოვნებთ, რომ თემატური მოკვლევის შედეგად ბიძგი მიეცემა მოქალაქეთა ჩართულობის ერთიანი დოკუმენტის (კანონი ან კანონქვემდებარე აქტი) მიღებას, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით დაარეგულირებს პოლიტიკის შემუშავების ადრეული ეტაპიდანვე მასში მოქალაქეთა ჩართულობის დეტალებს.“ - აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.


ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სახელმწიფო უწყებებში მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის შესახებ თემატური მოკვლევა გაზაფხულზე დაიწყო. პირველ ეტაპზე შეგროვდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებები. სწორედ აღნიშნულის შემდგომ ეტაპს წარმოადგენდა მათი მოსაზრებების ზეპირი მოსმენა.
თემატური მოკვლევის შემდგომ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი ზეპირ მოსმენებს გამართავს სამინისტროთა წარმომადგენლებთან.


მოსმენების დასრულების შემდეგ, საბჭო შეიმუშავებს ანგარიშსა და რეკომენდაციებს, პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.


თემატური მოკვლევის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

 

 

 

 

 

 

 

მომხსენებელი I - ნინო ღონღაძე, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP Georgia)

 

 

 

 

 

მომხსენებელი II - ნინო გუჯარაიძე, მწვანე ალტერნატივა 

 

 

 

 

მომხსენებელი III - ეკატერინე დანელია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

 

 

 

 

მომხსენებელი IV - ლიკა საჯაია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)

 

 

 

 

მომხსენებელი V - თამარ იაკობიძე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024