საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2014

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 11 თებერვალი 2015

2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 308 ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა 5 466 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

 

 


ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო 3258 მოთხოვნაზე, არასრულყოფილად მოგვეწოდა ინფორმაცია 319 მოთხოვნაზე, ხოლო უარი გვეთქვა 68 სახის ინფორმაციის მოწოდებაზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ 1313 შემთხვევაში საჯარო დაწესებულებებმა უპასუხოდ დატოვეს ჩვენი მოთხოვნა.

 

 

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საწყის ეტაპზე, (2012 წლის ოქტომბერი - 2013 წლის სექტემბერი) სრულყოფილად გაცემული პასუხების 81%-იანი მაჩვენებელი მიმდინარე პროექტის ფარგლებში 66% - მდე შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 11%-დან 26%-მდე გაიზარდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულ ნიშნულს მიუახლოვდა.

 

 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით შეინიშნებოდა გამჭვირვალობის მზარდი ტენდენცია საჯარო დაწესებულებებში. დაწესებულებების უმეტესობა ღიად გასცემდნენ იმ ინფორმაციას, რომელიც მანამდე არ იყო ხელმისაწვდომი (მაგ. ინფორმაცია პრემიების, ხელშეკრულებების, მივლინებების შესახებ). თუმცა, არსებობდა ვარაუდი, რომ აღნიშნული მეტწილად დაკავშირებული იყო საპარლმენტო არჩევნების შემდგომ ხელისუფლების ცვლილებასთან. IDFI აქტიურად მოუწოდებდა ადმინისტრაციულ ორგანოებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისკენ. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის განმავლობაში, რიგ საჯარო დაწესებულებებში (მაგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა, ფინანსთა სამინისტროს სისტემა, იუსტიციის სამინისტროს სისტემა) ეტაპობრივად იკლებდა ინფომრაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. შესაბამისად, ცხადი გახდა, რომ პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ნაჩვენები დადებითი ტენდენციები რიგ შემთხვევებში მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში წინამორბედის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის სურვილი ნაკლებად არსებობდა.

 


საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მიხედვით ინსტიტუტის მიერ ტრადიციულად (იხილეთ წინა წლების მონაცემები) შემუშავდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგი.

 

ინსტიტუტის შეფასებით ხსენებულ პერიოდში ყველაზე მეტ მოთხოვნაზე სრულყოფილი პასუხი 10 დღიანი ვადის დაცვით გასცა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე მაღალი ხარისხით უზრუნველყვეს შემდეგმა საჯარო დაწესებულებებმა:

• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
• საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
• საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
• აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი სულ 38–მა დაწესებულებამ აჩვენა. მათ შორის ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად აღსანიშნავია ასევე საჯარო სამსახურის ბიურო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სახალხო დამცველის აპარატი, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი, სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური და სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო. ამ დაწესებულებებმა2012-2013 წლების მსგავსად კვლავ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირეს.

 

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეინიშნებოდა. 2012-2013 წლების მაჩვენებელთან (75%) შედარებით მიმდინარე პროექტში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 23%-ით გაუმჯობესდა და 98% შეადგინა.

 

 

ამავე დროს, მოცემული პერიოდის განმავლობაში, ყველაზე დახურულ დაწესებულებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი წარმოადგენდა. აღნიშნულმა უწყებამ, პროექტის განხორციელების პერიოდში, ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი 28 მოთხოვნიდან ყველა უპასუხოდ დატოვა, რის გამოც IDFI-იმ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ბატონ სოზარ სუბარს. მინისტრმა დააკმაყოფილა ინსტიტუტის საჩივარი, თუმცა მიუხედავად ამისა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უარი განაცხადა ზემდგომი ორგანოს (სამინისტროს) მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის განსაჯაროებაზე. სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელებას.

 

საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ასევე შემდეგი უწყებების შემთხვევაში:

• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო (ცენტრალურ დაწესებულებებს შორის)
• სსიპ- შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური
• სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
• წალკის გამგეობა
• ხობის გამგეობა
• თეთრიწყაროს საკრებულო
• მარნეულის საკრებულო
• მარტვილის საკრებულო
• ქობულეთის საკრებულო
• შუახევის საკრებულო
• წალკის საკრებულო
• ბოლნისის საკრებულო

 

2014 წლის განმავლობაში IDFI-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციულ ორგანოთა 25 გადაწყვეტილება, საიდანაც 19 შემთხვევაში ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილდა ინსტიტუტის საჩივარი. ერთ საქმესთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს მთავარი პროკურატურის უმოქმედობაა გასაჩივრებული ჯერ კიდევ მიმდინარეობს წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოში, ოთხ შემთხვევაში სახელმწიფო დაწესებულებათა გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, ხოლო ერთ დავაზე IDFI-მ საკუთარი უფლების დასაცავად მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს. ამასთან აღსანიშნავია, რომ სასამართლომ სრულად დაკმაყოფილდა IDFI-ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, აგრეთვე სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარე დავაში კი სასარჩელო მოთხოვნა 7–დამ 6 პუნქტში დაკმაყოფილდა, როგორც პირველი ინსტანციის აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიერ. ინსტიტუტმა საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საკუთარი უფლებამოსილების დარღვევის ფაქტზე. სახალხო დამცველმა სრულად გაიზიარა ინსტიტუტის პოზიცია და სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით ინფორმაციის მოთხოვნილი სახით გაცემასთან დაკავშირებით.

 

 

IDFI–ს სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადებით ცვლილება, სწორედ ხელისუფლების ამ შტოში შეიმჩნევა. 2014 წელს, მოსამართლეთა მიერ დაკმაყოფილდა IDFI-ის ისეთი საჩივრები, რომლებზეც გასულ წლებში სასამართლო იღებდა აბსოლუტურად საპირისპირო გადაწყვეტილებებს. ეს ფაქტი, ერთმნიშვნელოვნად დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს და წარმოადგენს დასტურს იმისა, რომ სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც დავებზე გადაწყვეტილებები უმეტეს შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ გამოდიოდა, იცვლება ობიექტურობისა და გამჭვირვალობის სასარგებლოდ.

 

სამწუხაროდ, IDFI–ს პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არის ქმედითი ბერკეტები იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტრესებულ პირთა უფლებების ეფექტური დაცვა. 2014 წელს, საქართველოს მთავრობამ, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აიღო ვალდებულება ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ახალი კანონის შემუშავებაზე. 2014 წლის განმავლობაში „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებაზე. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულ იქნა სამუშაო ჯგუფის მიერ, IDFI–ს ექსპერტთა ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება და ამ პროცესში ხელისუფლების მიერ სრულად იქნება გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბებული მოსაზრებები და შეხედულებები, მათ შორის ამ კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციები.

 

 

იხილეთ სრული ანგარიში

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგი:

 

/public/upload/Reports/Rating-Geo.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024