ღია მონაცემების სახელმძღვანელო

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სახელმძღვანელო 17 თებერვალი 2020

ღია და ადვილად დამუშავებად ფორმატში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობამ ჟურნალისტებს საკითხების სიღრმისეული შესწავლის უნიკალური შესაძლებლობა მისცათ. სხვადასხვა მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირებითა და პროგრამული ანალიზით, შესაძლებელი გახდა გამოაშკარავებულიყო საჯარო ფიგურებისა თუ მაღალი თანამდებობის პირების მანამდე უცნობი ბიზნეს კავშირები და ინტერესები, მათ საკუთრებაში არსებული ქონებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, უკანონო გარიგებები და საჯარო ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა.

 

თუმცა, ეს ახალი შესაძლებლობები დაკავშირებულია ახალ გამოწვევებთან და ტექნიკური უნარების ათვისების აუცილებლობასთან. კერძოდ, თუ მანამდე ითვლებოდა, რომ ჟურნალისტებს ნაკლებად ეხებოდათ მონაცემების სტატისტიკური ანალიზი, ახლა ეს სიღრმისეული ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა. ამ ტიპის ჟურნალისტიკას დღეს მონაცემთა ან საგამოძიებო ჟურნალისტიკას უწოდებენ. მონაცემთა ჟურნალისტის მიზანია არა უბრალოდ ფაქტების აღწერა ან მიმოხილვა, არამედ მათი გამომწვევი მიზეზების კვლევა/განსაზღვრა და, ხშირ შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების ძიება.

 

მონაცემთა ჟურნალისტიკის დახასიათებისას ხშირად მას ამობრუნებულ პირამიდას ადარებენ, სადაც მონაცემთა დამუშავების პროცესი შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

 

 

იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა სათანადოდ მოახერხონ მონაცემების შესწავლა და დამუშავება, აუცილებელია ისინი იცნობდნენ ღია მონაცემების განმარტებას, ძირითად პრინციპებს და მათთან მუშაობის თავისებურებებს. ეს საკითხები მოცემულია სახელმძღვანელოს დასაწყისში.

ღია მონაცემების განმარტებისა და ძირითადი პრინციპების გაცნობის შემდეგ, სახელმძღვანელოს მომდევნო თავები მიმოიხილავს მონაცემების მოპოვების, დამუშავების, ანალიზისა და დამუშავების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საკითხებს და მკითხველს გააცნობს მონაცემებთან მუშაობის თანამედროვე ტექნიკებსა და საშუალებებს. სახელმძღვანელო დაფუძნებულია ამ საკითხებზე შექმნილ სხვადასხვა წიგნებზე, სახელმძღვანელოებსა და სტატიებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემების დამუშავებით ანალიტიკური სტატიების მომზადება შემდეგი ხუთი ძირითადი ეტაპისგან შედგება:

 

 

 

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ცალკეულ ეტაპზე მონაცემებთან მუშაობის შესახებ რჩევები და ძირითადი მეთოდები

 

სახელმძღვანელო მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. სახელმძღვანელოს შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

 

/public/upload/Open_Data_Guide/Open Data Toolkit GEO WEB1-min_compressed.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024