ღია საზოგადოება ადამიანის უფლებები - სტაჟირება 2013

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 თებერვალი 2013

პროექტის დასახელება: ღია საზოგადოება ადამიანის უფლებები - სტაჟირება 2013


დონორი ორგანიზაცია: ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტი (FOSI)


პროექტის ნომერი: OR2012-00558


საგრანტო თანხა: 8,625.00 აშშ დოლარი


პროექტის ხანგრძლივობა: 1 თებერვალი 2013 – 31 ივლისი 2013


პროექტის აღწერა


პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა ეხება საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების სფეროსა და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემების შედარებით ანალიზს საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ საქმეებთან და სხვადასხვა სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკასთან.


კვლევა მოიცავს საქართველოს რეალობაში არსებულ შემდეგ პრობლემურ საკითხებს: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მთავრობის ფინანსების გამჭვირვალობა, საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულება, პირადი ინფორმაციის საკითხები, მონაცემების დაცვის პრობლემები და სხვა. ეს საკითხები გაანალიზდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და დეტალურად, საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით.


კვლევაში გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის მეთოდოლოგია. ძირითადად, იგი ორიენტირებული იქნება შედარებითი მეთოდის გამოყენებაზე, რათა აჩვენოს საქართველოში არსებული რეგულაციების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მსგავსებები და განსხვავებები სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან. კვლევაში ასევე იქნება გამოყენებული აღწერილობითი და ანალიტიკური მეთოდები.


კვლევის მიზანია, შეიქმნას ბლოგი, სადაც გამოქვეყნდება შედარებითი ანალიზის შედეგები, და, ასევე, მომზადდეს ანგარიშები საკვლევ საკითხებზე. ბლოგი შეეცდება უპასუხოს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. გარდა ამისა, იგი შედარებითი პერსპექტივიდან განიხილავს ამ სფეროში არსებულ რეალურ პრობლემებს. მომზადებული ანგარიშები ორიენტირებული იქნება საქართველოსთვის რეკომენდაციების მომზადებაზე საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ევროპულ, სტანდარტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.


კვლევის შედეგები განთავსდება IDFI-ის ვებ-გვერდზე (www.idfi.ge) და გამოქვეყნდება სოციალურ ქსელებში. მათი მიზანი იქნება, დაიწყოს აქტიური დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება, ანგარიშვალდებულება, ადმინისტრაციული ხარჯების გამჭვირვალობა და სხვა. ანგარიშები გამოადგება ყველა მოქალაქეს იმის გასაგებად, თუ რა ვითარებაა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით და ასევე იმათაც, ვინც მუშაობს ამ სფეროში, რათა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დაიცვან ინფორმაციაზე წვდომის უფლება.


გარდა ამისა, სტაჟიორი დაეხმარება IDFI-ის გუნდს ადმინისტრაციულ საჩივრების მომზადებაში იმ უწყებების წინააღმდეგ, რომლებიც უარს ამბობენ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ან არ პასუხობენ შესაბამის მოთხოვნებს. სტაჟიორი ასევე მიიღებს მონაწილეობას სასამართლო დავებში და დაიცვას IDFI-ის ინტერესებს სასამართლო პროცესების დროს.

 

ბიუჯეტი

 

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024