საქართველოს რეგიონებში ღია მმართველობის პარტნიორობის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 29 მარტი 2016

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონაწილეობა მიიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვაში. საჯარო კონსულტაციები გაიმართა თელავში, საგარეჯოსა და კაჭრეთში.


IDFI საჯარო განხილვაში იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან და სსიპ „112“-თან ერთად მონაწილეობდა. საჯარო განხილვა თელავში 2 ეტაპად გაიმართა - პირველი შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კოლექტივთან ჩატარდა, ხოლო მეორე შეხვედრა USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.


საჯარო განხილვისას წარდგენილი იყო OGP-ის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, ღია მმართველობის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ღონისძიებები და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესაძლო ვალდებულებები. IDFI-ს კარგი მმართველობის პროგრამის კოორდინატორმა საბა ბუაძემ ისაუბრა OGP-ში სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე და იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ინსტიტუტმა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმს სამოქმედო გეგმისათვის წარუდგინა.


საჯარო განხილვის ფარგლებში საზოგადოებამ ღია მმართველობის ფორუმის წარმომადგენლებს მიმართა შეკითხვებითა და რეკომენდაციებით, რომლებიც სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებას და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ეხებოდა.


OGP-ის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციები დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონში. საჯარო კონსულტაციების ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს აშშ-ს განვითარების სააგენტოს „კარგი მმართველობის ინიციატივა (USAID Good Governance initiative in Georgia). ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), როგორც ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანა-თავმჯდომარე, აქტიურად არის ჩართული სამოქმედო გეგმის კონსულტაციების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024