ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი ონლაინ სხდომა ჩაატარა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 ივნისი 2020

29 ივნისს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ დისტანციურ რეჟიმში პირველი სხდომა გამართა. სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, კახა კუჭავა უძღვებოდა, რომელმაც მიმდინარე საქმიანობასა და საბჭოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI), და სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

 

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა, გიორგი კახიანმა და ნინო წილოსანმა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის შუალედური ანგარიში წარადგინეს და სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესი შეაჯამეს. გიორგი კახიანმა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და ვიდეო-ინსტრუქციის შემუშავების თვალსაზრისით მიღწეული შედეგები შეაფასა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ  ვალდებულებების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, გარკვეული მიმართულებების სრული იმპლემენტაცია კი ტექნიკურ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული.

 

სხდომაზე, ასევე, შეფასდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის საქართველოს პარლამენტის სტრატეგიის განხორციელების ეტაპები. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა, შეაჯამა საქართველოსპარლამენტის2019-2020 წლების მდგრადი განვითარების მიზნების სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით არსებული პროგრესი.

 

საბჭოს მდგრადი საქმიანობის გაგრძელებისა და 2020-2021 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავების მიზნით, საბჭოს თავმჯდომარემ გამოხატა გასვლითი სამუშაო შეხვედრის ორგანიზების ინიციატივა.

 

დისტანციურ სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკონსულტაციო ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, ახორციელებს ღია მმართველობის პარტნიორობის გეგმის ვალდებულებების იმპლემენტაციას.

 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიის შემდგომ დადგენილი შეზღუდვებისა, საბჭო აქტიურად განაგრძობდა მუშაობას. სწორედ საგანგებო მდგომარეობის დროს, საპარლამენტო ღიაობის გაძლიერებისა და საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, მომზადდა და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საინფორმაციო მასალები საგანგებო მდგომარეობის თაობაზე, როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ხსენებული ინიციატივა საბჭომ განახორციელა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024