ღია დისკუსია – საქართველოში სოციალური ქსელების გამოყენება

სიახლეები 5 დეკემბერი 2012

2012 წლის 11 დეკემბერს, 12:00  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ გამართავს საჯარო დისკუსიას, რომელიც შეეხება, მოქალაქეების ჩართულობის მიზნით, საქართველოში პოლიტიკურ განხილვასა და დაგეგმვაში სოციალურ ქსელ Facebook-ის გამოყენების ეფექტურობას.

შეხვედრაზე განიხილება, რამდენად ჯეროვნად ხდება აღნიშნული ქსელის გამოყენება მოქალაქეებსა და სხვადასხვა დაწესებულებებსა თუ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კომუნიკაციის ასაგებად, საზოგადოების პრობლემების გასაჟღერებლად და იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

• სოციალურ ქსელები და მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო პოლიტიკის ფორმულირებაში;

• საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად Facebook -ის პლატფორმის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 1 ივლისიდან ოთხი თვის მანძილზე, განახორციელა საქართველოს 19 საჯარო დაწესებულების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების ოფიციალური Facebook გვერდების მონიტორინგი. დაკვირვების შედეგად გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე კვლევითმა ჯგუფმა შეიმუშავა სარეკომენდაციო პაკეტი.

შეხვედრის დასაწყისში ორგანიზატორები წარმოადგენენ კვლევის ძირითად შედეგებს, რის შემდეგაც გაიმართება ღია დისკუსია.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) – ფარგლებში.

ღონისძიება გაიმართება 11 დეკემბერს 12:00 საათზე აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ოფისში, მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 5, მესამე სართული.

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა შემდეგ ელ-ფოსტაზე: t.turashvili@idfi.ge . 

ადგილები შეზღუდულია.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024