ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო

პროექტები | დასრულებული პროექტები 24 აგვისტო 2015

 

დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში


 

პროექტის სახელწოდება: ,,ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო"
დონორი ორგანიზაციები: Tetra Tech ARD, განმახორციელებელი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) - ,,საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივის" პროგრამა (USAID Good Governance Initiative in Georgia Project).
ქვეყანა: საქართველო
პროექტის ნომერი: GGI-G-002
გრანტის რაოდენობა: 56,584 ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი,  2015 - 30 იანვარი, 2016

 

 

პროექტის აღწერილობა

 

საქართველოს მთავრობა ახორციელებს ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახულ ღიაობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკას.


ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების მიერ მთავრობის ფუნქციონირებისა და პოლიტიკის განხორციელების უკეთ გაგების მიზნით, საქართველოს მთავრობა აქვეყნებს საჯარო მონაცემებს. ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში კარგად შესული. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წარმომადგენლები საჯარო სამთავრობო მონაცემებს ღია მონაცემებად აქცევენ ეს პოტენციალი შესაძლოა კარგად იქნას გამოყენებული. ინფორმაციის ვებ-გვერდი www.data.gov.ge კი, გამიზნულია სწორედ იმისათვის, რომ მან სამთავრობო ღია მონაცემების ერთ-ერთი მთავარი ვებ-გვერდის ფუნქცია შეასრულოს.

 

საქართველოს საჯარო დაწესებულებების მიერ ვებ-გვერდზე განსათავსებელად ინფორმაციის იშვიათად გამოქვეყნების გამო, ვებ-გვერდი www.data.gov.ge ამჟამად არ არის მონაცემებით მდიდარი.

 

ინფორმირებულობის საფუძვლიანი გაზრდის კამპანიით, პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ექსპერტიზისა და კონტროლის (მონიტორინგის) მეშვეობით www.data.gov.ge-ის ფუნქციური ეფექტურობის გაზრდას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში ღია მონაცემთა სტანდარტების განვითარებაზე წლებია აქტიურად მუშაობს და ღია მმართველობისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით პრობლემების ინდენტიფიცირებაში, კვლევებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. IDFI ასევე რეგულარულად აკონტროლებს ღია მონაცემთა ბაზის მონაცემთა გამოქვეყნების პრაქტიკას საქართველოში.

 

პროექტის ფარგლებში, IDFI-ის გუნდი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების გამოყენებით, განსაზღვრავს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში არსებულ ღია სამთავრობო მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნება www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის შესაძლებელი იყო;


ექსპერტების ჩართულობით, IDFI მონიტორინგს გაუწევს და შეაფასებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას, პროაქტიულობას, ეფექტურობას, სიცხადესა და გამოყენებადობის დონეს www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებაში. ამასთანავე, ქვეყნის მმართველობის ღიაობასა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის კუთხით, IDFI შეაფასებს გამოქვეყნებული მონაცემების ხარისხს, გამოყენებადობასა და აღქმადობას; ისევე, როგორც გამოქვეყნებული მონაცემების სიზუსტესა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას.


იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ღია მონაცემებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მოთხოვნებისა და მოლოდინების განისაზღვრა, IDFI გამართავს ერთ სამუშაო შეხვედრას თბილისში და სულ მცირე, ორ სამუშაო შეხვედრას ,,კარგი მმართველობის ინიციატივის" (GGI) პარტნიორ მუნიციპალიტეტებში. სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას შემდეგ საკითხებზე: ა) მოქალაქეთა კომუნიკაციისთვის არსებული ელექტრონული პლატფორმები, მათ შორის www.my.gov.ge და www.data.gov.ge, ბ) www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებისას საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების დონე.


IDFI მოამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს, სადაც პროექტის ყველა შედეგს ასახავს. საბოლოო ანგარიშში, ასევე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთვის (DEA) მომზადდება რეკომენდაციები და შეთავაზებული იქნება, თუ როგორ გააუმჯობესოს პროცედურები ღია მონაცემთა მოთხოვნებსა და მონაცემთა ბაზებზე და გააუმჯობესდეს გამოქვეყნებული ღია მონაცემრბის ხარისხი. ამასთანავე, დასკვნითი ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოს საჯარო დაწესებულებებისთვის, რომ მათ მოახერხონ ანგარიშვალდებულებისა და პროაქტიულობის გაუმჯობესება www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით. IDFI ორგანიზებას გაუწევს პროექტის საბოლოო პრეზენტაციას, სადაც წარმოადგენს პროექტის საბოლოო ანგარიშს, წარადგენს კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს; ღონისძიებას დაესწრება ყველა დაინტერესებული მხარე.


პროექტის წარმატებული განხორციელება ღია მონაცემთა ვებ-გვერდის www.data.gov.ge-ს ფუნქციურ შესაძლებლობებს განავითარებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების უფრო აქტიური და პასუხისმგებლიანი ჩართულობით. ასევე, პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო მონაცემების გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მთავრობის ღიაობა და ანგარიშვალდებულება და ამასთანავე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ბიზნესის განვითარება და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდა.


პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მთავრობის ელექტრონულ პლატფორმებზე, მათ შორის: www.my.gov.ge და www.data.gov.ge-ზე.

 

 

მიზანი


პროექტის მიზანია www.data.gov.ge-ს განვითარების მხარდაჭერა და საქართველოს საჯარო სექტორში ღია მონაცემთა სტანდარტების დანერგვა.
პროექტის მთავარი მიზნებია:


1. საქართველოს მთავრობის იმ მონაცემების, მონაცემთა ბაზის იდენტიფიცირება, რომლებიც ღია მონაცემთა ვებ-გვერდებზე უნდა განთავსდეს;

2. გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის, ხარისხისა და აღქმადობის შეფასება;

3. www.data.gov.ge-ზე გამოსაქვეყნებლად, მონაცემებზე საჯარო ინტერესის იდენტიფიცირება;

4. რეკომენდაციების პაკეტის შედგენა www.data.gov.ge-ს განვითარებისა და საჯარო სექტორში ღია მონაცემების სტანდარტების დანერგვის მიზნით.

 

 

შეთავაზებული მეთოდი და სტრატეგია


1. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, IDFI შეისწავლის და აღწერს იმ მონაცემთა ბაზებს, რომელიც საჯარო დაწესებულებების განკარგულებაშია და მათი გამოქვეყნებით www.data.gov.ge უფრო სრულყოფილი და გამოყენებად წყარო იქნება.


2. პროექტის ფარგლებში IDFI არა მხოლოდ აღწერს არსებულ მონაცემთა ბაზებს, არამედ განსაზღვრავს/იდენტიფიცირებას მოახდენს ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელოვან მონაცემთა ბაზებს. ამისათვის, IDFI საჯარო დაწესებულებებიდან გამოითხოვს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ყველაზე მოთხოვნადი ინფორმაციის სტატისტიკურ მონაცემებს, იმგვარი კატეგორიების მიხედვით, როგორიც არის: რიგითი მოქალაქეები, ბიზნესმენები, ინვესტორები, ა.შ. პარალელურად, IDFI გამართავს საჯარო შეხვედრებს, რათა მოხდეს იმ მონაცემთა სიების ანალიზი, რომელსაც მოქალაქეები თუ სხვა დაინტერესებული მხარეები წარმოადგენენ www.data.gov.ge-ს ვებ-გვერდის გაუმჯობესებისთვის შესადგენ რეკომენდაციაში.

 

 

განხორციელების გზები


1. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების გამოყენებით IDFI საქართველოს საჯარო დაწესებულებში არსებული იმ ღია მონაცემების იდენტიფიცირებას მოახდენს, რომელთა გამოქვეყნება www.data.gov.ge-ს ვებ-გვერდზე შესაძლებელი იყო;

 

2. საჯარო დაწესებულებში არსებული ღია მონაცემების იდენტიფიცირების შემდეგ, IDFI განახორციელებს მონიტორინგს და შეაფასებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებისა და პროაქტიულობის ხარისხ www.data.gov.ge-ს ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემთა გამოქვეყნებაში;


3. IDFI განახორციელებს მონიტორინგს და შეაფასებს საქართველოს საჯრო დაწესებულებების ეფექტურობის, სიზუსტისა და გამოყენებადობის ხარისხს www.data.gov.ge-ს ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემთა გამოქვეყნებაში;


4. www.data.gov.ge-ს მონიტორინგით, IDFI შეაფასებს გამოქვეყნებული მონაცემების ხარისხსა და აღქმადობას საქართველოს მთავრობის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების თვალსაზრისით;


5. IDFI გამოითხოვს ყველა სამართლებრივ დოკუმენტს, რათა შეაფასოს გამოქვეყნებული მონაცემების სიზუსტე და მათი შესაბამისობა წინასწარ დადგენილ სტანდარტებთან;


6. ღია მონაცემებზე საჯარო მოთხოვნებისა და მოლოდინის იდენტიფიცირების მიზნით, IDFI გამართავს ერთ სამუშაო შეხვედრას თბილისში და სულ მცირე, ორ სამუშაო შეხვედრას ,,კარგი მმართველობის ინიციატივის" (GGI) პარტნიორ მუნიციპალიტეტებში. სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას, ისეთ თემებზე, როგორიც არის: ა) მოქალაქეთა კომუნიკაციისათვის არსებული ელექტრონული პლატფორმები, მათ შორის www.my.gov.ge-სა და www.data.gov.ge, ბ) www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებისას საქართველოს საჯარო დაწესებულებებში ანგარიშვალდებულების დონე.


7. IDFI გამოაქვეყნებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშს, რომელშიც პროექტის ყველა შედეგი იქნება ასახული. საბოლოო ანგარიშში, ასევე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთვის (DEA) მომზადდება რეკომენდაციები. ამასთანავე, დასკვნითი ანგარიშში მოცემული იქნება რეკომენდაციები საქართველოს საჯარო დაწესებულებებისთვის, რათა მათ მოახერხონ ანგარიშვალდებულებისა და პროაქტიულობის გაუმჯობესება www.data.gov.ge-ის ვებ-გვერდისათვის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით.

 

 

 სამოქმედო გეგმა

 

 
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024