ონლაინ ინფორმაციული მანიპულირება: გამოცდილება, გამოწვევები და საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | ანალიზი 25 ნოემბერი 2021

ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია იმ ნარატივებისა და გზავნილების შესწავლა, რომლის მიმართაც საზოგადოება განსაკუთრებით მოწყვლადია. აღნიშნული ტიპის კვლევა, საშუალებას იძლევა კონკრეტული მიმართულების პრიორიტიზირებასა და როგორც ნარატივების გაბათილების, ისე „პოზიტიური” ნარატივების შექმნის, კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაციის შემუშავების მიმართულებებით. სლოვაკური ორგანიზაცია GLOBSEC, რომელიც ნახსენებ მოწყვლადობის შესწავლის მიდგომას მიმართავს, მთავარ გამოწვევად კვლავ აღიქვამს დეზინფორმაციული ნარატივების მოთხოვნის საკითხს. [1]

 

მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის განათლება მედია წიგნიერების კუთხით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ჩეხური მედია ორგანიზაცია Transitions-ის “ციფრული მოქალაქეების” გადამზადების მიდგომა, რომელიც მედიის წარმომადგენლებისა და მათდამი ნდობის ამაღლების აქტივობების გარდა, ასაკოვანი მოსახლეობის მედია წიგნიერების პროგრამებში ჩართვას ცდილობს.[2]  აღნიშნული მიდგომა ეფუძნება ციფრულ გარემოში ინფორმაციულ ქაოსს და მოქალაქეებისთვის მასში ნავიგაციის უნარების განვითარებას.

 

საქართველოს კონტექსტისთვის ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ეფექტური საშუალებების შემუშავება ონლაინ გავრცელებული მასშტაბური ინფორმაციის მონიტორინგისთვის. როგორც წესი, მცირე ენებისთვის, როგორიც ქართულია, ასეთი ხელსაწყოები ნაკლებად ხელმისაწვდომია, ხოლო არსებული მონიტორინგის საშუალებები დიდ ადამიანურ და დროით რესურსს მოითხოვს. გარდა ამისა, აღსანიშნავია სამოქალაქო საზოგადოების, როგორც ინფორმაციული მანიპულირების წინააღმდეგ მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორის, საზოგადოებრივი ნდობისა და ავტორიტეტის საკითხი. ნდობის დაბალი მაჩვენებელი ნეგატიურად აისახება სამოქალაქო სექტორის მცდელობებზე შეამციროს ინფორმაციული მანიპულირებისა და დეზინფორმაციული კამპანიების ნეგატიური ეფექტები საზოგადოებაში და ხელი შეუშალოს მასზე დაფუძნებულ სოციო-პოლიტიკურ პოლარიზაციას. ნდობის საკითხთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოწვევად რჩება ერთიანი შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის საკითხი, როდესაც საუბარია ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე.

 

კვლევის კუთხით, აღსანიშნავია შემდეგი მიმართულებები, რომელთა განვითარებაც საქართველოს კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონლაინ ინფორმაციის მანიპულირებასთან დასაპირისპირებლად: დეზინფორმაციული ნარატივების ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში გავრცელების ლოგიკის შედარებითი ანალიზი; საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის უმცირესობებში, ინფორმაციის გავრცელებისა და ძირითადი საკომუნიკაციო ქცევების შესწავლა; მედია წიგნიერების გაძლიერების გზების ძიება საზოგადოებაში თაობათაშორისი დიალოგის საშუალებით; საზოგადოებრივი პოლარიზაციის წყაროებისა და დეზინფორმაციულ ნარატივებს შორის კავშირის შესწავლა. აღნიშნულ კონტექსტში, კვლევის საჭიროება განისაზღვრება ასევე სხვადასხვა ინტერვენციის მეთოდების შედეგების შესასწავლად, ისევე როგორც მოწყვლადი სეგმენტების მხრიდან ონლაინ ინფორმაციის მოხმარების ჩვევების გასაანალიზებლად.[3] მსგავსი ტიპის კვლევები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად საკითხის უკეთ გასაგებად და ონლაინ შექმნილი ნარატივების ანალიზისთვის, არამედ ასევე აქამდე განხორციელებული პროგრამების ეფექტურობისა და ცვლილებების კონკრეტულ აქტივობებთან დაკავშირების კუთხით. მომხმარებელთა ონლაინ ქცევისა და ინფორმაციის მოხმარების ტენდენციების შესწავლა ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული საპასუხო მექანიზმების შემუშავებისთვისაც. მაგალითად, იმის დასადგენად რა შედეგი აქვს არასწორი ინფორმაციის გადამოწმებისა და გაბათილების საფუძველზე შექმნილ ინფორმაციას და აღწევს თუ არა ის იმავე სამიზნე ჯგუფებს, რომელსაც დეზინფორმაციული ნარატივები.[4]ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საბჭოთა წარსული ხშირად ხდება ინფორმაციული მანიპულირების სამიზნე. პოლიტიზირებულ ისტორიულ ნარატივებს კი ხშირად რუსეთის ფედერაცია ქმნის და ავრცელებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში.[5] ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია, აკადემიასთან კოლაბორაციის გზით, მანიპულირებული ისტორიული ნარატივების გაბათილება და მეხსიერების პოლიტიკის ანალიზი, რომელიც ამავდროულად საფუძველს უქმნის ანტი-დასავლური პროპაგანდის გავრცელებას.

 

მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორის დიალოგი უკეთესი საინფორმაციო გარემოსა და მედია წიგნიერების დონის გაუმჯობესების მიმართულებით.  საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფოს როლი არა მხოლოდ რეგულაციების შემუშავებით შემოისაზღვრება, არამედ მოიცავს მედია წიგნიერებასა და უკვე არსებული საკანონმდებლო რეგულაციების ონლაინ სივრცეზე ადაპტირების მექანიზმებს. აღსანიშნავია სახელმწიფოს ბერკეტი უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება და, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვლადაკვალ,[6] ეროვნულ სასწავლო პროგრამაში მედია წიგნიერების შეტანა. მედია წიგნიერების კომპონენტი გადამწყვეტია საზოგადოებაში ონლაინ სივრცეში ნავიგაციისა და ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარების განვითარებისთვის. ფაქტებისა და სუბიექტური დამოკიდებულებების გარჩევა, არა მხოლოდ ონლაინ ჰიგიენასა და დაცულობაზე, არამედ საზოგადოების სხვა წევრების ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას.[7]

 

გარდა ამისა, რეგულაციების მიმართ ნეგატიური მოლოდინების საპირისპიროდ, აქტუალური რჩება სახელმწიფოს ჩართულობის საჭიროება დეზინფორმაციისა და ინფორმაციულ მანიპულაციებთან წინააღმდეგ დისკუსიაში, როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისე მედიასთან.  სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული სტრატკომების გაძლიერება და მათი მუშაობის ეფექტურობა, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პერსპექტივიდან, კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში.

 

 

______

 

[1] “GLOBSEC Trends,” GLOBSEC (blog), accessed November 11, 2021, https://www.globsec.org/projects/globsec-trends/.

[2] “TOL Education | The Journalism Training Arm of Transitions (TOL),” accessed November 11, 2021, https://toleducation.org/.

[3] “0. Executive Summary | Countering Disinformation,” accessed November 11, 2021, https://counteringdisinformation.org/node/2749/.

[4] “4. Evaluative Research for Counter-Disinformation Programs | Countering Disinformation,” accessed November 11, 2021, https://counteringdisinformation.org/topics/surveys/4-evaluative-research-counter-disinformation-programs.

[5] ​​Juurvee, Ivo, Vladimir Sazanov, Kati Parppei, Edgars Engizers, Ieva Palasz, and Malgordzata Zawadzka. “Falsification of History as a Tool of Influence.” StratCom | NATO Strategic Communications Centre of Excellence Riga, Latvia, January 2021.https://stratcomcoe.org/publications/falsification-of-history-as-a-tool-of-influence/16.

[6] About the Author Lucie Stastna Lucie Šťastná is a PhD c et al., “Journalists and Schools Work Together to Teach Media Literacy,” European Journalism Observatory - EJO (blog), December 24, 2017, https://en.ejo.ch/ethics-quality/journalists-schools-work-together-teach-media-literacy.

[7] “Teaching Media Literacy in Europe: Evidence of Effective School Practices in Primary and Secondary Education,” NESET, accessed November 11, 2021, https://nesetweb.eu/en/resources/library/teaching-media-literacy-in-europe-evidence-of-effective-school-practices-in-primary-and-secondary-education/.

 

 

/public/upload/Analysis/Online-Manipulation_345435.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024