ონლაინ ტრენინგი კონკურსის პირობებისა და პოლიტიკის დოკუმენტების ტიპებზე

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 4 ივლისი 2024

2024 წლის 3 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსის ფარგლებში პირველი ონლაინ ტრენინგი ჩაატარა კონკურსით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ონლაინ ტრენინგის პირველ ნაწილში მონაწილეები გაეცნენ დეტალურ ინფორმაციას კონკურსის პირობების შესახებ: თუ ვისთვისაა გათვალისწინებული კონკურსი, რა საკითხებზე შესაძლებელია პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება, როგორია მოსამზადებელი დოკუმენტის შინაარსობრივი და ტექნიკური მოთხოვნები, ასევე, შეფასების კრიტერიუმები. ზოგადი მოთხოვნების გარდა, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მიიღეს რჩევები როგორ შეარჩიონ პოლიტიკის დოკუმენტის საკვლევი საკითხი.

 

ონლაინ ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო პოლიტიკის დოკუმენტების მთავარ ტიპებს, მიზნებს, სტრუქტურასა და კომპონენტებს. პოლიტიკის დოკუმენტების სტრუქტურისა და მთავარი მახასიათებლების განხილვა დაეხმარებათ კონკურსანტებს მაღალი ხარისხის ანალიტიკური ნაშრომების მომზადებაში.

 

პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსი გამოცხადებულია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის - „ახალგაზრდების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის“ - ფარგლებში. მისიმიზანიასტუდენტებისადაახალგაზრდაპროფესიონალებისწახალისება, საჯაროპოლიტიკისსხვადასხვასაკითხზემოამზადონმტკიცებულებებზედაფუძნებულიპოლიტიკისდოკუმენტი / ანალიტიკურინაშრომიდაგააცნონსაზოგადოებასსაკუთარიხედვებიკონკრეტულიპრობლემებისგადასაჭრელად.

 

კონკურსის დეტალური პირობებისა და გამარჯვებულთათვის გათვალისწინებული მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/73/

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024