2021 წლის 28 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ საზოგადოება საერთაშორისო მემორიალის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

განცხადებები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 29 დეკემბერი 2021

საზოგადოება “მემორიალის” ლიკვიდაციის ფორმალურ საფუძვლად იქცა პროკურატურის ბრალდება ორგანიზაციის მიერ “უცხოური აგენტის” სავალდებულო მარკირების დარღვევის თაობაზე, რომელიც 1 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა. ამავდროულად, პროკურატურის წარმომადგენელმა სხდომაზე საზოგადოება დაადანაშაულა საბჭოთა კავშირის ისტორიის “არასწორად” წარმოჩენაში და განაცხადა, რომ ის  „ქმნის სსრკ-ს, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს გაყალბებულ იმიჯს“.

 

რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებადამცველი ორგანიზაციის გაუქმება კიდევ ერთხელ აჩვენებს წარსულის კვლევის მნიშვნელობას ტოტალიტარიზმთან და თანამედროვე ავტოკრატიულ რეჟიმებთან ბრძოლაში. 

 

“მემორიალი” აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც უკვე მიიღო ვერდიქტი დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე და რუსეთის ფედერაციას დაავალა უზენაესი და მოსკოვის საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. აღსანიშნავია, რომ სასამართლო დროებით ღონისძიებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებს, ძირითადად მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე  ემუქრება. ამ თვალსაზრისით, "მემორიალის საქმეზე" დროებითი ღონისძიების გამოყენება არის პრეცედენტული შემთხვევა, იმდენად რამდენადაც ამ საქმეში ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების დაზიანების მყისიერი საფრთხეები არ იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრეცედენტი ევროპულმა სასამართლომ პირველად “რუსთავი 2”-ის საქმეზე დროებითი ღონისძიების გამოყენებით დაამკვიდრა.

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ათ წელზე მეტია, რაც აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოება “მემორიალთან” საბჭოთა, მეხსიერების კვლევებისა და სტალინური რეპრესიების შესწავლის მიმართულებით.  IDFI სრულ მხარდაჭერას უცხადებს თავის პარტნიორს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024