OGP გლობალური სამიტის პარტნიორთა სესია: ძლიერი ალიანსები შესყიდვების სფეროში კორუფციის წინააღმდეგ, OGP-ის ჭრილში

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 17 დეკემბერი 2021

14 დეკემბერს, IDFI-ის ორგანიზებით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართა პარტნიორთა სესია, სათაურით: ძლიერი ალიანსები შესყიდვების სფეროში კორუფციის წინააღმდეგ, OGP-ის ჭრილში. პანელი ორგანიზებული იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ და მასში მონაწილეობდნენ დიდი გამოცდილების მქონე სახელმწიფო შესყიდვების ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.


გლობალური სამიტი OGP საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს გაანალიზოს ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში გატარებული ღია მმართველობის რეფორმები და გააძლიეროს სამომავლო ხედვა. IDFI-ის პარტნიორთა სესიის მთავარი მიზანი იყო საერთაშორისო და რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ალიანსების გავლენის განხილვა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით გამჭვირვალობასა და ღიაობაზე, ასევე იმ საკითხის ანალიზი, თუ როგორ შეიძლება ეს გაერთიანებები სასარგებლო იყოს როგორც OGP-ის მიზნებისთვის, ასევე 2030 წლის გლობალური დღის წესრიგისთვის (Global 2030 Agenda).


პანელში მონაწილეობდნენ ვივიენ სუერტე-კორტესი, კონსულტანტი პოლიტიკის თემატურ მიმართულებებში, ღია მმართველობის პარტნიორობა; კაროლის გრანიკასი, ევროპის პროგრამის უფროსი მენეჯერი, ღია კონტრაქტების პარტნიორობა (Open Contracting Partnership); შანდორ ლედერერი, K-Monitor-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ქრისტინა ზელინსკა, ინოვაციური პროექტების პროგრამული მენეჯერი, საერთაშორისო გამჭვირვალობა უკრაინა (TI); და სანდრო როჩიკაშვილი, TPPR პროექტის მენეჯერი, IDFI.

 


გიორგი კლდიაშვილმა, IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გახსნა ღონისძიება და მოდერაცია გაუწია პანელის დისკუსიას.


“ვინაიდან OGP გლობალურ პარტნიორობას გულისხმობს, ხოლო 2030 წლის გლობალური დღის წესრიგის მისაღწევად გამყარებული საერთაშორისო პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის ცენტრალურ ფაქტორადაა დასახელებული, საერთაშორისო ალიანსები, რომლებიც საჯარო შესყიდვების თემაზე მუშაობენ, ყურადღების ცენტრში ექცევიან. სხვადასხვა ქვეყნიდან და კონტინენტიდან პარტნიორების გაძლიერებული მხარდაჭერით, საუკეთესო გამოცდილების, პრაქტიკის, სხვადასხვა ინსტრუმენტისა და მექანიზმის გაერთიანებით, შესაძლებელი ხდება შესყიდვების გაუმჯობესებული და გამჭვირვალე სისტემების ჩამოყალიბება. ასეთი ქსელებისა და კავშირების მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ მტკიცედ მოითხოვონ კანონმდებლობისა და სტანდარტების გაუმჯობესება, გასწიონ უფრო ეფექტური ადვოკატირება და გაუზიარონ საერთაშორისო გამოცდილება თავიანთ მთავრობებსა თუ ადგილობრივ პარტნიორებს.” - თქვა გიორგი კლდიაშვილმა.


პანელისტებმა ისაუბრეს ამ სფეროში საკუთარ გამოცდილებაზე, ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი კოალიციების როლზე პოზიტიური ცვლილებებისკენ სწრაფვაში. ქალბატონმა სუერტე-კორტესმა განიხილა სახელმწიფო შესყიდვების საკითხი OGP-ის კონტექსტში, ამ კუთხით ხაზი გაუსვა ღია კონტრაქტების მნიშვნელობას და მოიყვანა პარტნიორებისა და წევრი ქვეყნების წარმატებული ქმედებების არაერთი მაგალითი.


კაროლის გრანიკასმა ყურადღება გაამახვილა პოზიტიურ ცვლილებაზე, რომელიც ფართო რეგიონულ მასშტაბში ღია ხარჯების ევროკავშირის კოალიციის (Open Spending EU Coalition) მეშვეობით განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს კოალიცია მიზნად ისახავს ღიაობის პრინციპების გაძლიერებას ევროკავშირის ფარგლებში ფულადი სახსრების ხარჯვის ნაწილში, შესყიდვებსა და არსებული კომპანიის მფლობელობიში. შანდორ ლედერერმა თავის მხრივ ისაუბრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ერთობლივი აქტივობების, მათ შორის tenders.guru პროექტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი დონის შესყიდვებში გამჭვირვალობის ხელშეწყობას, ასევე, TI - უკრაინასთან თანამშრომლობით შექმნილი BI ინსტრუმენტის redflags.eu, და ღია შესყიდვების ევროკავშირის კოალიციის თაობაზე.


ქალბატონმა ზელინსკამ იმსჯელა TI - უკრაინას მიერ შექმნილი სადამკვირვებლო ქსელის DOZORRO-ს შესახებ, რომელიც ახდენს უკრაინაში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების მონიტორინგს. მან ვრცლად ისაუბრა ამ ქსელის როლზე ქვეყანაში შესყიდვების გაუმჯობესების კუთხით. დისკუსიაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტი, როგორიცაა, მაგალითად, TPPR, ასეთი ქსელების მოქმედების წახალისებისთვისა და კოალიციების მიზნების განსასაზღვრად.


საბოლოოდ, სანდრო როჩიკაშვილმა განიხილა IDFI-ის გლობალური ინიციატივა - გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი (Transparent Public Procurement Rating), ისაუბრა საკანონდებლო რეფორმებზე, რომლებიც მიღწეული იქნა პარტნიორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი CSO-ების მიერ ქვეყნების შეფასების შედეგად. ბატონი სანდროს მიერ მოყვანილი მაგალითები შეეხებოდა ყირგიზეთის, კენიის, კოსტა-რიკასა და ვენესუელას წინსვლას, ისევე როგორც ზოგიერთ მიმდინარე პროცესს, რომელსაც აქვს პოზიტიური ცვლილებების მოტანის პოტენციალი.


პანელისტებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ალიანსებისა და კოალიციების როლის განხილვას ეფექტური, გამჭვირვალე და გაუმჯობესებული საჯარო შესყიდვების სისტემების ჩამოყალიბების ჭრილში. ღია კონტრაქტების და ანტიკორუფციის ОGP-ს დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მე-8, მე-9, მე-12, მე-16 და მე-17 მიზნების შესრულებისათვის საჯარო შესყიდვების თემის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეს როლი მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.


IDFI რჩება საერთაშორისო ინიციატივების აქტიური თანამონაწილე, მათ შორის, აგრძელებს აქტიურ ჩართულობას OGP-ში, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. TPPR ქსელი, რომელიც პარტნიორებს საშუალებას აძლევს ზუსტად შეაფასონ სახელმწიფო შესყიდვების სისტემები, შეიმუშაონ რეკომენდაციები შეფასების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გადაჭრისთვის და წარმატებულად განახორციელონ ადვოკატირება ცვლილებების დანერგვისათვის, დღეის მდგომარეობით აერთიანებს 41 ქვეყანას და მალე შეიძენს ახალ წევრებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024