ღია მმართველობა - საჯარო კონსულტაციები თელავში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 მარტი 2014

public lecture, ministry of justice, Georgia, IDFI15 მარტს, თელავის უნივერსიტეტში და საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტში იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მონაწილეობით საჯარო კონსულტაციები გაიმართა.  ღონისძიებას სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

 

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუსუდან მიხელიძემ და IDFI -ს თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა მოქალაქეებს ღია მმართველობის   ინიციატივები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

 

ლევან ავალიშვილმა და რუსუდან მიხელიძემ ისაუბრეს  ღია მმართველობის ძირითად ღირებულებებზე, როგორიცაა გამჭვირვალობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება,  მოქალაქეთა ჩართულობა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. 

 

 

მათ საზოგადოებას გააცნეს მიზნები, რომელთა განხორციელებასაც  საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის უზრუნველსაყოფად უახლოესი მომავალში გეგმავს, კეძოდ უსაფრთხო გარემოს შექმნა, საჯარო მომსახურების და სახელმწიფო რესურსების მართვის გაუმჯობესება და ამ გამოწვევების დასაძლევად საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც  ღია მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ასევე გააცნეს მოქალაქეებს საქართველოს მიღწევები მსოფლიოს მასშტაბით ღია მმართველობის დანერგვის კუთხით.public lecture, ministry of justice, Georgia, IDFI

 

რუსუდან მიხელიძემ მოქალაქეებს მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები წარუდგინა - იუსტიციის სახლებში დამატებითი სერვისების - საბანკო და სადაზღვევო მომსახურების  დანერგვასთან და უფრო მეტი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით. მან  ისაუბრა საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე საკანონმდებლო ინიატივების  კომენტირების და განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.

 

ლევან ავალიშვილმა დამსწრე საზოგადოებას  პროაქტიულად ხელმისაწვდომ მონაცემებზე -  საჯარო სამსახურში ვაკანსიებისა და კონკურსის პირობების, შესყიდვების, ფინანსური ხარჯების,  სამართლებრივი აქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ისაუბრა ასევე  საჯარო სამსახურის დაგეგმილ რეფორმაზე - ანაზღაურებისა და დაკომპლექტების სისტემის ცვლილებაზე. IDFI -ის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მოქალაქის პორტალის my.gov.ge -ს კონცეფცია და მექანიზმები გააცნო, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ნებისმიერი სერვისი, ელექტრონულად მოითხოვონ საჯარო ინფორმაცია და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

public lecture, ministry of justice, Georgia, IDFI

 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, თუ რამდენად ეფექტურად იყენებენ მოქალაქეები დანერგილ სერვისებს,  რა პრობლემებს აწყდებიან, რა საჭიროებები არსებობს  საზოგადოებაში, რა სახის ინფორმაცია აინტერესებთ მთავრობის საქმიანობის შესახებ, რა ახალი მომსახურებების დანერგვას ისურვებენ იუსტიციის სახლებში.

 

გამოიკვეთა, რომ საზოგადოებაში ნაკლები მოლოდინია იმისა, რომ მათ აქტიურობას მთავრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მთავარი პრობლემა, რომელსაც მოქალაქეები აწყდებიან ინფორმაციის ნაკლებობაა, რაც თავის მხრივ გამოწვეულია რეგიონებში ინტერნეტის ნაკლები ხელმისაწვდომობით. ამიტომ საჭიროა ალტერნატიული გზებითაც მოხდეს მათი ინფორმირება.

 

მოქალაქეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და იდეები მმართველობის სისტემისა გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კერძოდ ელექტრონული დეკლარაციების სისტემის დახვეწის, საჯარო სამსახურში მიღების  მაქსიმალური გამჭვირვალობის, კერძო საკუთრების რეგისტრაციის წესის გამარტივების შესახებ და ისაუბრეს  სხვა მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.

საჯარო კონულტაციების საქართველოს მასშტაბით 15 აპრილამდე გაგრძელდება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024