ღია მმართველობის პარტნიორობას ახალი დირექტორი ჰყავს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 დეკემბერი 2015

ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) განცხადება გააკეთა ახალ ლიდერთან დაკავშირებით და მათი ცნობით პარტნიორობას 2016 წლის მეორე ნახევრიდან სანჯაი პრადჰანი გაუძღვება, რომელიც ასევე OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იქნება.


სანჯაის განცხადებით OGP, იმ უნიკალური პლატფორმის თვალსაზრისით, რასაც წევრ ქვეყნებს სთავაზობს - ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა და სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა - ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს ღია მმართველობის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.


სანჯაი პრადჰანი 1986 წლიდან 3-ჯერ იყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი. იგი მსოფლიო ბანკის ჯგუფში მმართველობისა და ანტი-კორუფციული სტრატეგიის ხელმძღვანელი გახლდათ, შექმნა ,,გლობალური პარტნიორობა სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის" და პროექტის "თანამშრომლური ლიდერობა განვითარებისათვის" ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის თანამშრომლობას უწყობდა ხელს.


ღია მმართველობის პარტნიორობის ლიდერები, ალეხანდრო გონსალესი და აიანდა დლოდლო, სანჯაი პრადჰანს ახასიათებენ, როგორც დიდი გამოცდილების მქონე პიროვნებას მთავრობებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში და სჯერათ, რომ სანჯაის მმართველობის პირობებში ღია მმართველობის პარტნიორობა მნიშვნელოვნად განვითარდება და საკუთარი პოტენციალის ძალიან დიდი ნაწილის რეალიზებას მოახდენს.


სანჯაი მსოფლიო ბანკის ჯგუფს მარტში დატოვებს და მალევე შეუერთდება ღია მმართველობის პარტნიორობას. მანამდე კი, მოვალეობის დროებით შემსრულებელი ჯო პაუელი გახლავთ.


ღია მმართველობის პარტნიორობა 2011 წელს დაარსდა 8 სახელმწოფოს მეთაურის მიერ და დღეს, მისი წევრების რიცხვი 69-ს აღწევს.


ღია მმართველობის პარტნიორობა მრავალმხრივ ინიციატივას წარმოადგენს და მიზნად ისახავს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ინიციატივა ასევე გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას იმისათვის, რომ მთავრობები უფრო ღია, ეფექტური და ანგარიშვალდებული გახადოს, რაც მოიტანს საზოგადოებრივი რესურსების უფრო ეფექტიან მართვას და ინკლუზიურ განვითარებას. საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024