„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შეუერთდა OGP-ის დეკლარაციას „ღია მმართველობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისათვის“

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 9 ოქტომბერი 2015

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს დაარსებიდან 70-ე წლისთავზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი სათაურით - „ჩვენი სამყაროს ტრანსფორმაცია: მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 წლისთვის“ დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტი შედგება 17 მიზნისა და 169 ამოცანისგან. ეს მიზნები ავსებს ერთმანეთს, არის ერთმანეთისგან განუყოფელი და აბალანსებს მდგრადი განვითარების სამივე განზომილებას: ეკონომიკურს, სოციალურსა და გარემოსდაცვითს. დღის წესრიგი ეხება პლანეტისა და კაცობრიობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ყველა სფეროს: კეთილდღეობას, მშვიდობასა და თანამშრომლობას.


დოკუმენტში ჩამოყალიბებული მიზნები და მათ განსახორციელებლად შემუშავებული ამოცანები თანხვედრაშია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიზნებთან. უფრო მეტიც, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) შეიძლება მოგვევლინოს, როგორც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეფექტური საშუალება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი, რომელიც მოიცავს ისეთ ამოცანებს როგორიცაა ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების განვითარება ყველა დონეზე, საჯარო ინფორმაციაზე საზოგადოებრივი წვდომის უზრუნველყოფა, კანონის უზენაესობის ხელშეწყობა და ა. შ. აღნიშნული ამოცანები სრულ შესაბამისობაშია ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებთან.

 

27 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებიდან ორ დღეში, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის 11-მა ქვეყანამ შეიმუშავა და მიიღო დეკლარაცია სახელწოდებით - „ღია მმართველობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისთვის“. დეკლარაციის ტექსტი მიესალმება დღის წესრიგის შინაარსსა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიან განხორციელებაში გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის არსებითი როლის აღიარებას. დეკლარაციის თანახმად, ღია მმართველობის პარტნიორობა გეგმავს ყურადღება მიაპყროს 5 არსებით სფეროს: (1) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე გამჭვირვალობის, ღიაობის, ანგარიშვალდებულების გზით; (2) სამართალსა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა; (3) 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; (4) 2030 დღის წესრიგის განხორცილების შეფასებისას ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებით ხელმძღვანელობა და (5) ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმების გამოყენება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული მიზნები შეესაბამება 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნებს.


ამავდროულად, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის მიერ შემუშავებულ დეკლარაციას.


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში 2015 წლის 8 ოქტომბერს შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის მიერ შემუშავებულ დეკლარაციას. ამავდროულად, IDFI მოუწოდებს ყველა პარტნიორს გამოხატონ მხარდაჭერა დეკლარაციის მიმართ და ერთობლივი ძალისხმევით მიიღონ მონაწილეობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.


ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ 28 ოქტომბერს, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე, ქალაქ მეხიკოში, დეკლარაციას ღია მმართველობის პარტნიორობის ყველა წევრი ქვეყანა შეუერთდება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024