ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები - მედია მიმოხილვა

სიახლეები | IDFI მედიაში | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 4 მაისი 2016


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მმართველობის პროგრამით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესახებ კვლევა ჩაატარა. მთავარ მიზანს წარმოადგენდა არა უშუალოდ სამოქმედო გეგმის შეფასება, არამედ გეგმით ნაკარნახევი შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებების განხილვა და შეფასება.

 

სამოქმედო გეგმა 29 ვალდებულებას მოიცავდა, რომელთა შესრულებაზეც 16 სახელმწიფო უწყება იყო პასუხისმგებელი.


IDFI-ს შეფასებით, თუ გავითვალისწინებთ გეგმის ვალდებულებასა და მათი შესრულების ინდიკატორს, მეორე სამოქმედო გეგმის 29 პუნქტიდან 20 განხორციელდა, ხოლო 9 არ დაკმაყოფილებულა.


აღნიშნული საკითხით დაინტერესდა ტელეკომპანია კავკასია და სხვადასხვა დროს გასულ საინფორმაციო გამოშვებაში მოკლედ მიმოიხილა IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის ძირითადი ასპექტები. განსაკუთრებულად საინტერესოა კვლევის შეჯამება და შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია მომავალი სამოქმედო გეგმის შედარებით სრულყოფილად განხორციელება. 


ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ეხმაურება სხვადასხვა საინფორმაციო პორტალი. www.gurianews.com უცვლელად აქვეყნებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.


აღნიშნული კვლევის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონული პორტალი www.news.ge იგი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს მიზეზებს, რომელთა გამოც სამოქმედო გეგმა ზუსტად ვერ შესრულდა.


IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით ბეჭდური მედიაც დაინტერესდა. გაზეთი ალია კვლევის მცირე მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც განხილულია ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხები.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024