ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია ოჯახური დანაშაულის (კერძოდ მკვლელობების) შესახებ საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 3 მარტი 2015

ბოლო პერიოდში ოჯახური დანაშაულის, განსაკუთრებით კი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხი აქტიურად განიხილებოდა უფლებადამცველებისა და ფართო საზოგადოების მიერ. სხვადასხვა მედია საშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია ქალთა წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის არაერთი ფაქტის შესახებ. IDFI დაინტერესდა იმით, თუ რეალურად, რამდენად მწვავედ იდგა ქართულ საზოგადოებაში ოჯახში ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრობლემა. შესაბამისად, 2014 წლის დეკემბერს ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოთხოვნით მოეწოდებინათ სტატისტიკური ინფორმაცია რეგისტრირებული და გახსნილი ოჯახური დანაშაულის შემთხვევების შესახებ. ინფორმაციის მოწოდება მოთხოვნილ იქნა ბრალდებულისა და დაზარალებულის სქესის მითითებით.


2014 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2014 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მკვლელობის შემთხვევებს შორის მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების პროცენტული წილი. 

 

 

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებამ 2014 წლის 2 დეკემბრის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია დაგვიანებით, მხოლოდ 2015 წლის 16 თებერვალს, მოგვაწოდა. აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს თბილისსა და რეგიონებში 2012 წლის მეორე ნახევრიდან (მუხლი 11 – პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსს 2012 წლის ივნისში დაემატა) 2014 წლის პირველი 10 თვის ჩათვლით ოჯახური დანაშაულის, კერძოდ კი მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის შემთხვევების რაოდენობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ IDFI-ს ამ ეტაპზე არ მოუთხოვია სტატისტიკური ინფორმაცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ე.ი. ქმედებისთვის რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით. აღნიშნული თავის თავში გულისხმობს ოჯახში მომხდარ ძალადობის ფაქტებს, რომელსაც შედეგად არ მოყოლია მკვლელობა თუ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. IDFI მომავალშიც განაგრძობს მოცემულ საკითხზე მუშაობას, შესაბამისად უახლოეს მომავლში მივმართავთ შესაბამის უწყებებს ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღების მოთხოვნით. აღნიშნული მონაცემებს მათი მიღების შემდეგ ხელმისაწვდომს გავხდით ფართო საზოგადოებისთვის.


შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ოჯახური დანაშაულის შემთხვევებს, კერძოდ მკვლელობათა და მკვლელობის მცდელობათა შორის მოძალადეს ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა წარმოადგენდა მამაკაცი.

 

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ 2014 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ოჯახური დანაშაულის, კერძოდ მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის 23 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ციფრი მნიშვნელოვნად აღემატება წინა ორი წლის მაჩვენებლებს. კერძოდ 2013 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების 14 შემთხვევა იქნა დარეგისტრირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. 2012 წლის მეორე ნახევარში კი აღნიშნული ციფრი 5–ს გაუტოლდა.

  

 

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მხოლოდ 2014 წლის განმავლობაში დაფიქსირდა ოჯახური დანაშაულის, კერძოდ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის შემთხვევები (სულ სამი შემთხვევა). აღნიშნულ ფაქტებს ადგილი აჭარას, თბილისსა და მცხეთა–მთიანეთში ქონდა. მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებას სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად შესაძლებელია წარმოადგენდეს, მაგალითად, მკვლელობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ან ორსული ქალისა, მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებით, შეკვეთით და სხვ.

 

როგორც საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაცია ცხადყოფს, ოჯახური დანაშაული ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მწვავედ ბოლო პერიოდში ძალადობის შემთხვევათა მატებასთან ერთად დადგა. ამ ფონზე დადებითად უნდა შეფასდეს, საქართველოს მთავრობის მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღება საქართველოს პარალამენტის მიერ. მისასალმებელია, ასევე 2015 წლის 18 თებერვალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც გამკაცრდა პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობის ისეთ შემთხვევებზე, რომლებსაც შედეგად არ მოყოლია მეკვლეობა ან პირის ჯანმრთელობის დაზიანება (ასეთ ქმედებას შესაძლებელია წარმოადგენდეს ფსიქიკური ძალადობა, შანტაჟი, დაშინება, დამცირება და ა.შ.). ასევე შსს–ს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ზოგადი სტატისტიკური ინფორმაცია ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების შესახებ უზრუნველყოფს საკითხით დაინტერესებულ პირთა ინფორმირებულობას.

 

მიუხედავად ზემოთქმულისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეფორმის პროცესი დადებითი შედეგის მომტანი მხოლოდ მასში საზოგადოების აქტიური ჩართულობის გზით იქნება შესაძლებელი. ვიმედოვნებთ, რომ სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება ოჯახური დანაშაულის პრობლემის თუნდაც ნაწილობრივ გადაჭრა. IDFI მომავალშიც განახორციელებს მონიტორინგს ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და მიაწვდის საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024