OECD მონიტორინგის ანგარიშის რეკომენდაციები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 7 ნოემბერი 2013

 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტი-კორუფციული ქსელმა ანტი-კორუფციული სამოქმედო გეგმის მესამე მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.  ანგარიშში მოცემულია  საკითხები, რაც პირდაპირ კავშირშია ანტიკორუფციული პოლტიკის დახვეწის, კორუფციის კრიმინალიზაციისა და მის წინააღმდეგ გასატარებელ მრავალმხრივ მექანიზმებთან.

 

ახალი ანგარიშის ბოლო ნაწილში მოცემული რეკომენდაციები, რაც  მთლიანად ინფორმაციის თავისუფლებას ეთმობა.  წინა რეკომენდაციებიც ითვალისწინებდა ისეთ  საკითხებს, როგორიც არის  საჯარო უწყების შექმნას, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე იქნება პასუხისმგებელი, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  პასუხისლმგებელი პირების სისტემატიური ტრენინგებს, პროაქტიულად ინფორმაციის გამოქვეყნების ნუსხის შექმნასა და სასამართლო გადაწყვეტილებების ავტომატურად,  ცენტრალიზებული სისტემის გამოქვეყნების შექმნას.

 

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ,  რომ რეკომენდაციებთან  მიმართებაში საქართველო  მეტწილად ახლოს არის,  განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 2013 წლის 1 სექტემბერს დადგენილება პროაქტიულად ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ შევიდა ძალაში. თუმცა, კვალვ რჩება რიგი საკითხების მოგვარება, რაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უფრო ეფექტურად შეუწყობს ხელს. ანგარიშში გათავალისწინებულია საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) რეკომენდაციები.  

 

IDFI-ი განსაკუთრებულ აქცენტს იმ პრობლემების მოგვარებაზე აკეთებს, როგორიცაა: პირველი: კანონით განიმარტოს და დაზუსტდეს დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც ეკისრებათ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვალდებულება; მოსაკრებლის გარეშე საჯარო ინფორმაციის მიღების პირობები;  ინფორმაციის გაცემასთან მიმართებაში საჯარო დაწესებულებებზე დამატებითი პასუხისმგებლობების განსაზღვრა  და  გამონაკლისი შემთხვევების დაწესება.

 

რადგანაც, ზემოდხსენებული  პრობლემები კვლავ მოუწესრიგებელი რჩება, OECD-ი რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას გაითვალისწინოს აღნიშნული შენიშვნები გამჭვირვალეობისა და ღიაობის უფრო მაღალი სტანდარტების მიღების მიზნით.

 

დასკვნის სახით ანგარიშის ბოლოს, მოცემულია  რეკომენდაციები, რაც ძირითადად IDFI-ის მიერ არის წარმოდგენილი. განსაკუთრებულად აღასანიშნავია, რომ OECD-ი რეკომენდაციას უწევს მთავრობას:  მიიღოს საჯარო ინფორმაციის სპეციალური კანონი და რომელიც აღარ იქნება ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის  ნაწილი, მეორე, იმის გათვალისწინებით რომ სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობა ნაკლებად ეფექტურია შეიქმნას სახალხო დამცველის ოფისიდან დამოუკიდებელი საჯარო უწყება, რომელიც უკეთ დაარეგულირებს ინფორმაციის თავისუფლების საკითხებს, პროაქტიულად ინფორმაციის გამოქვეყნების ნუსხის გაფართობა  და მისი კანონის ფარგლებში შესვლა. ბოლოს, ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის პრაქტიკის დამკვიდრება და მისი კანონის ძალით ხელსაყრელი გზით ინფორმაციის მოთხოვნის უზრუნველყოფა.  

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024