არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებისა და სასამართლოს სისტემის წარმომადგენლების არაფორმალურ კავშირებზე

განცხადებები 11 ივლისი 2017

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით 10 ივლისს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივან გიორგი მიქაუტაძის შორის არაფორმალურ გარემოში შეხვედრაა ასახული. მედიაში ასევე გავრცელდა ფოტო, სადაც საბჭოს ახალი მდივანი, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან და მთავარი პროკურორის მოადგილესთან ერთადაა გადაღებული.



არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ დღეის მდგომარეობით სასამართლოს სისტემის უმთავრეს პრობლემას კლანური მმართველობა წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არის მხარდაჭერილი. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან საკონტაქტო პირს მმართველი ძალიდან სწორედ ვანო ზარდიაშვილი წარმოადგენს. ვანო ზარდიაშვილს ახლო ნათესაური და მეგობრული კავშირები აქვს სასამართლო სისტემის ყველაზე გავლენიან პირებთან მიხეილ ჩინჩალაძესა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის შემცვლელ გიორგი მიქაუტაძესთან. ასევე, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეების საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.



ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი არაფორმალური ურთიერთობა სასამართლო სისტემის გავლენიან პირებთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს საფუძვლიან ეჭვებს სასამართლოს გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების შეთანხმებული მოქმედებების შესახებ. ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ამგვარი არაჯანსაღი დამოკიდებულებით, ეჭქვეშ დგება ხელისუფლების დანაწილების და სხვადასხვა შტოების მიერ ურთიერთკონტროლის კონსტიტუციური პრინციპების არსებობა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების განვითარების პერსპექტივებს ქვეყანაში. გარდა ამისა, საზოგადოებაში უკიდურესად ამცირებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობას, განსაკუთრებით იმ გახმაურებულ საქმეებში, რომლებშიც ხელისუფლების ინტერესები იკვეთება. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და შესაბამის ორგანოებს სათანადო ყურადღება მიექცეს მსგავს არაფორმალურ ურთიერთობებს. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი პრაქტიკა გაგრძელდება და ხელისუფლება სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების რეალურ პოლიტიკურ ნებას არ გამოავლენს, ყოველგვარი შემდგომი რეფორმა ისევე დაკარგავს აზრს, როგორც ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო აქამდე სამ „ტალღად” განხორციელებულმა საკანონმდებლო რეფორმებმა.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

 

ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

 

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023