არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფითად აფასებენ

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 1 დეკემბერი 2021

ხელმომწერი ორგანიზაციები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ. 

 

19 აპრილს, შარლ მიშელის მედიაციით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას. 

 

“ქართული ოცნება” შეთანხმების დატოვების შემდეგ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმას აგრძელებს. შესაბამისი ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების მიუხედავად, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერის გაგრძელება ეჭვქვეშ დააყენა, მისი თქმით, მიღების შემთხვევაშიც, ეს ოპოზიციისთვის საჩუქარი იქნება. 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მმართველის პარტიის მიერ, საერთაშორისო,  ადგილობრივი პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუმჯობესებას ემსახურება, აუცილებლად უნდა შესრულდეს, რადგან ეს მმართველი ძალის უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს. სრულად პროპორციული სისტემის დაუყოვნებლივ ამოქმედება და საარჩევნო ბარიერის შემცირება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ქვეყნის ინტერესებშია და ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების ადეკვატურად ასახვასა და პლურალიზმის განმტკიცებას. 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, ერთხმად, ოპოზიციური საპარლემენტო პარტიების მხარდაჭერითაცაა მიღებული, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პარტიების შეთანხმებისა და თანამშრომლობის იშვიათ და მისასალმებელ მაგალითს წარმოადგენს. რეფორმის გაგრძელებაზე უარი, ამ მხრივაც დააზიანებს ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და ეჭვქვეშ დააყენებს მმართველი პარტიის სანდოობას. 



ხელმომწერი ორგანიზაციები

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)

ლიბერალური აკადემია

საზოგადოება და ბანკები

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო (ACG)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი(რონდელის ფონდი) – GFSIS

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024