არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ სოფიო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას

განცხადებები 1 მაისი 2018

საქართველოს პარლამენტმა, ხალხის წარმომადგენლობითმა ორგანომ, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის დამკვიდრებასა და მისი აღსრულების მონიტორინგის პროცესში. სწორედ  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მოქმედებს პარლამენტში სპეციალური კომიტეტი.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, როგორც კანონპროექტების, ისე პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის პროცესში ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და  მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის წარმატებული საქმიანობისათვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მისი როლისა და ფუნქციის სრულფასოვანი გააზრება და საქმიანობის შესაბამისად წარმართვა.  მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მათი უფლებების დამცველია.

 

მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია.

 

მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ. მთლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა დატოვოს თანამდებობა და კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე მართებული ხედვა და რომლის მიზანიც საქართველოში სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება.   

 

- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

  • - ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 

- მწვანე ალტერნატივა

- საზოგადოება და ბანკები

- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

- ადამიანის უფლებათა ცენტრი

- საფარი

- ქალთა მოძრაობა

- მედიის განვითარების ფონდი (MDF)

- საქართველოს გაეროს ასოციაცია

- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

- კონსტიტუციის 42-ე მუხლი

- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

- ქალთა ფონდი საქართველოში

- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

-ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RICG)

- თანასწორობის მოძრაობა

- ქალები საერთო მომავლისთვის-საქართველო

- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

- თემიდა

- საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები

- იდენტობა

- ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი

- სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024