არასამთავრობოები პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ

განცხადებები 17 მაისი 2019

19 მაისს რამდენიმე საარჩევნო ოლქში რიგგარეშე/შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. ბოლო კვირის განმავლობაში ზუგდიდის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური პროცესები უკიდურესად გამწვავდა. მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ სიტუაციის უფრო მეტად გამწვავებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატს საშუალება ჰქონდეს, მშვიდ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია და ამომრჩეველს ხელი არ შეეშალოს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვაში.

 

რამდენიმე დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროისთვის პოლიციამ დააკავა ერთი პირი. სამი დღის წინ, ასევე, გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია ფიგურირებს. ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობს დანელია მიღებულ ინსტრუქციაზე, რომელიც ეხება ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვას და გატაცებას. ჯერ-ჯერობით უცნობია, ეს ჩანაწერი როდის არის გაკეთებული.

 

გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატზე თავდასხმისა და ვიდეოჩანაწერისა, ბოლო დღეებში სიტუაცია რამდენიმეჯერ გამწვავდა ზუგდიდის საკრებულოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

 

ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესებში ჩასართველად კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერი პარტიების მიერ მობილიზებულია რამდენიმე ათასი ადამიანი, რის გამოც არსებობს მხარეებს შორის ფიზიკური კონფრონტაციის მაღალი რისკი.

 

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას მაქსიმალურად შეიკავონ თავი აგრესიისა და დაპირისპირებისგან, რათა საარჩევნო პროცესებს გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს.

 

ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცველ და საგამოძიებო უწყებებს, პოლიტიკური მიუკერძოებლობის დაცვით, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი რესურსი საზოგადოებრივი წესრიგის უზუნველსაყოფად და შესაძლო კანონდარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად.

 

- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TIG)

 

- საქართველოს დემოკრატიული ინიცატივა (GDI)

 

- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

 

- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

 

- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

 

- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

- კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

 

- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

 

- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

- ცენტრი “ემპათია”

 

- ადამიანის უფლებათა ცენტრი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024