საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების დანერგვის თაობაზე

სიახლეები | განცხადებები 9 ივლისი 2015

2014 წელს ხელისუფლებამ დაიწყო „საქართველოს თვითმმართველობათა კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების მომზადება, მათ შორის XI თავისთვის, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების დანერგვას. კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები 60-მდე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს ყველა რეგიონის მოქალაქეებთან, 150-მდე სოფლის მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრების ანალიზის შედეგად ხელისუფლებას მიაწოდეს კოდექსის ცვლილების საკუთარი ხედვა, რაც გათვალისწინებული იყო კანონპროექტის სახელისუფლო შტოებში განსახილველად წარდგენის დროს. კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა მოსახლეობის თვითორგანიზებისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას - დასახლების საერთო კრებას და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან საერთო კრების ურთიერთობის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვას, და რაც მთავარია, საერთო კრების სახელით ცალკეული უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი ორგანოს - დასახლების საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას.


სამწუხაროდ, კანონპროექტის განხილვებისას სრულიად იგნორირებული იყო თავად მოსახლეობის, ასევე იმ 60-მდე ორგანიზაციის მოსაზრებები, რომლებმაც აღნიშნული საკითხის შესწავლას და კანონპროექტის მომზადებას წელიწადზე მეტი მოანდომეს. შედეგად, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი საბჭოს, როგორც დასახლების ქმედითი, ეფექტური კოლეგიალური წარმონაქმნის ცნება პროექტიდან ამოღებულია.


მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი საბჭოს, როგორც დასახლების საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოს არ არსებობა ხელს შეუშლის მოქალაქეთა თვითმმართველობის განხორციელებაში რეალურ მონაწილეობას შემდეგ მიზეზთა გამო:


კანონპროექტით, კონკრეტული დასახლების საერთო კრების მოწვევის ვალდებულება მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს აქვს არაუმეტეს წელიწადში ორჯერ. შესაბამისად, გამგებლის/მერის მიერ კონკრეტული დასახლების 2-ზე მეტი კრების მოწვევა მთლიანად მის პოლიტიკურ ნებაზე ხდება დამოკიდებული. კრების მოწვევის უფლება აქვს აგრეთვე საერთო კრების რჩეულს, რომლის ადგილზე შესაძლებელია ყოველი კრების შემდეგ სხვა პირი გახდეს. რჩეული არ წარმოადგენს საერთო კრების მუდმივმოქმედ ორგანოს და მის მიერ ერთპიროვნულად ჩამოყალიბებული მომავალი კრების განსახილველი საკითხები შეუძლებელია შეთანხმებული იყოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. რაც შეეხება კრების მოწვევას წევრთა 10%-ის ინიციატივით, კრებათა ჯგუფური მოწვევის ალბათობა მოსახლეობის არსებული განწყობების გათვალისწინებით ძალიან მცირეა. შედეგად, დასახლების საერთო კრების, როგორც მოქალაქეთა პერმანენტული, მოქნილი და ეფექტიანი მონაწილეობის იდეა, კრების მუდმივმოქმედი ორგანოს, საზოგადოებრივი საბჭოს გარეშე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.


გარდა ამისა, პროექტის ახალი რედაქცია საფუძველშივე გამორიცხავს ევროპულ ქვეყნებში გამოცდილი მონაწილეობის ისეთი ფორმის დამკვიდრებას, როგორიცაა დასახლებულ პუნქტებში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ნაწილობრივ დელეგირებას, რაც მოქალაქეთა მონაწილეობას კარდინალურად უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანდა.


ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს ამ საკითხს და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციებთან შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ მიიღოს.

 


ხელმომწერები:


1. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
2. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
4. სიდა - სამოქალაქო განვითარების სააგენტო
5. ლანჩხუთის სასოფლო დარბაზი
6. ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრი
7. ასოციაცია კივიტას გეორგიკა
8. ჩოხატაურის სასოფლო დარბაზი
9. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
10. ზესტაფონის სასოფლო დარბაზი
11. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
12. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
13. სათემო განვითარების ცენტრი
14. სათემო ორგანიზაცია ,,ნუკრიანი"
15. რეგიონის განვითარების ცენტრი
16. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
17. სათემო ორგანიზაცია „ლელი“
18. მრავალენოვანი საქართველო
19. ხაშურის სასოფლო დარბაზი
20. ოზურგეთის ახლაგაზრდა მეცნიერთა კლუბი
21. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
22. ლიბერალური აკადემია საქართველო
23. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
24. საზოგადოებრივი დამცველი
25. ასოციაცია ,,დეა"
26. საუნჯე
27. ადამიანის უფლებათა ცენტრი
28. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი
29. ფონდი ტასო
30. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
31. ასოციაცია „ტოლერანტი“
32. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი
33. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი
34. კავშირი „დემოსი“
35. ნაბიჯი წინ (Step forward)
36. ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის
37. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
38. მეგობრობის ხიდი ქართლოსი
39. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
40. სიქა
41. ათინათი
42. საზოგადოება „ბილიკი“
43. რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი
44. კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის
45. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
46. ინდიგო
47. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
48. დემოკრატ მესხთა კავშირი
49. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია
50. ნაბიჯი ხარაგაული
51. ასოციაცია „სპექტრი“
52. ქუთაისის საინფრომაციო ცენტრი
53. გორის საინფორმაციო ცენტრი
54. დემოკრატიის ინსტიტუტი
55. სტუდია „რე“

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024