არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს

სიახლეები | განცხადებები 15 დეკემბერი 2014

                           

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანებები (#03/266 და #2/271), რომლის შემდეგაც შპს „RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოები განაახლა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ, რაც ყველა დაინტერესებულ პირს საკითხთან დაკავშირებული სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემდა.

შესაბამისად, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომ განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდებზე საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული შემდეგი ბრძანებები და თანმდევი დოკუმენტები:

  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის #03/266 და და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 12 დეკემბრის #2/271 ბრძანებები და ამ ბრძანებების გამოცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები (მათ შორის სამინისტროსა და სააგენტოს სისტემაში არსებული საბჭოს/სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სხვა ყველა თანმდევი დოკუმენტები, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოთ აღნიშნული ბრძანებების გამოცემას);
  • “RMG-Gold”-ის მიერ, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განახლების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა და ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული დასკვნის გაცემას დაედო საფუძვლად.


ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
მწვანე ალტერნატივა;
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
ტიფლისის ჰამქარი;

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024