იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას

განცხადებები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები 17 ივნისი 2021

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლის 100-მდე ვაკანსიის შესახებ მიიღება გადაწყვეტილება,[1] მათ შორის დღესვე, პარლამენტს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი წარედგინება.[2]

 

მიუხედავად იმისა, რომ წლებია საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, დღეს ახალი კადრების დამატების  პროცესი სასამართლოში არსებული ძლიერი კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს. არც ხელისუფლებამ და არც სასამართლოში არსებულმა ე.წ. კლანმა, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არ აჩვენეს მართლმსაჯულების გაჯანსაღების და სისტემის რეალური რეფორმის ნება, მათ შორის არ შეიცვალა საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისა და საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი,[3] რაც საუკეთესო და მიუკერძოებელი კანდიდატების დანიშვნას უზრუნველყოფდა. 

 

დღესღეობით სასამართლო სისტემაში 300-მდე მოსამართლეა, დამატებით 100-მდე დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშვნა კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდაქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხს. თუმცა, ამის საპირისპიროდარსებული ვაკანსიების უმეტესობა როგორც წესი კლანთან დაკავშირებული პირებით ივსება, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების  პერსპექტივას კიდევ ერთხელ გადაავადებს. 

 

ამ ვაკანსიების ძირითადი ნაწილის შევსებით კიდევ უფრო შეუძლებელი ხდება სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრების შედინება. საბჭოს რეფორმის ჩატარებამდე,ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებებისმიღებით,  კიდევ უფრო ზიანდება  ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესები.

 

ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის თავიდან დაწყების საჭიროებაზე უთითებს. ამის მიუხედავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ფორსირებულად, რეფორმების არარსებობის პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საბჭოს ძველი შემადგენლობით მიიღოს.[4] 

 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს ამბიციური სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, მათ შორის, დოკუმენტში საუბარია  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე და უზენაესი სასამართლოს კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობაზე.

 

სასამართლოს სიღრმისეული რეფორმების განხორციელების გარეშე, ამგვარი მნიშვნელობის საკადრო გადაწყვეტილებების დაჩქარებულ ტემპში  მიღება, უკიდურესად აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ საბჭოს ქმედებებმა მომავალში შესაძლებელია ლეგიტიმურობის საკითხი წარმოშვას ამ პირობებში დანიშნული მოსამართლეების მიმართ.

 

ცხადია ამგვარ გაბედულ ნაბიჯებს სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გადადგამდა ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერის გარეშე. მმართველი პარტიის მიერ კლანის არსებობის იგნორირება და ზედაპირული, კოსმეტიკური რეფორმიების დაანონსება კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არ არსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები და შესრულდეს დასავლელი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღებული ვალდებულებები.

 

 

მოვუწოდებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

 

-  შეწყვიტოს ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება;

 

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

 

- დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორებს;

 

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. თუკი ეს შეუძლებელი გახდა, შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე.

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

უფლებები საქართველო

სოციალურისამართლიანობისცენტრი (ყოფილი EMC)

სამართლიანი არჩევნები სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

 

___

 

[1] იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმსჯელებს სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში 88 მოსამართლის დანიშვნის თაობაზე, ასევე კონკურსის გარეშე მოსამართლეთა ერთი სასამართლოდან სხვა სასამართლოში გადაყვანის შესახებ, დღისწესრიგი ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3q0lUoq

 

[2] საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად პარლამენტს  გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი წარუდგინა; ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3xqCTCS

 

[3] წლებია სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნაა საბჭოს მნიშვნელოვან, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებს ორმაგი, საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ⅔ ის უმრავლესობით იღებდეს. ასევე სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნით, საბჭოს არამოსამართლე წევრები პოლიტიკური კონსესუსით უნდა აირჩეოდნენ.

 

[4] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 არამოსამართლე წევრს მიმდინარე წლის მარტში  უკვე გაუვიდა, ხოლო 4 წევრს მიმდინარე თვეში გასდის ვადა. საქართველოს პარლამენტმა 5 არამოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს, ამისათვის საქართველოს პარლამენტის 90 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. პარტია „ ქართულ ოცნებას“ ამ მდგომარეობთ ხმათა საკმარისი რაოდენობა არ აქვს, ამიტომ მათ ოპოზიციურ პარტიებთან მოუწევთ შეთანხმება. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023