კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადება

სიახლეები | განცხადებები 6 ნოემბერი 2013

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადებას ავრცელებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით

 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ აპროტესტებს აჭარის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომელმაცსრულიად უგულებელყო "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი და დაარღვიასაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და  რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევის ამ კანონით განსაზღვრული კვოტირების სისტემა. აჭარის უმაღლეს საბჭოში კოალიცია"ქართული ოცნების" დეპუტაციამ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატებს არ მისცა საშუალება მრჩეველთა საბჭოს წევრებად აერჩიათ უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატებიც, როგორც ამას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მოითხოვს. 2013 წლის5 ნოემბრის გადაწყვეტილებითაჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტდა ერთპარტიული ნიშნით.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შემაშფოთებელია როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილებახელს უშლისსაზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესს და არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში პოლიტიკური ჩარევის ფაქტი.

კოალიცია მიმართავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, გამოიჩინონ პოლიტიკური გამჭრიახობა და მაღალი სამართლებრივი შეგნება და გააუქმონმიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალიცია გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების გასაუქმებლად და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საერთო ძალისხმევით არ დაუშვან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განსახელმწიფოებრიობის პროცესში ადგილობრივ პოლიტიკოსთა უხეში ჩარევა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023