პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი - პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 25 სექტემბერი 2013

IDFI იწყებს  იმ დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სატნდარტების მონიტორინგს, რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება. ამჯერად ჩვენს მიერ შემოთავაზებული იქნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დადგენილი სტანდარტის შესაბამისობის ანალიზი მთავრობის მიერ მიღებულ სტანდარტთან.

2013 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის  26 აგვისტოს №219 დადგენილება "საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომელიც ამკვიდრებს პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტს უშუალოდ მთავრობის და სამინისტროების, აგრეთვე მათ დაქვემდებარებაში არსებული საჯარო დაწესებულებებისთვის (სსიპ-ები და საქვეუწყებო დაწესებულებები).

ხსენებული დადგენილების კვალდაკვალ 2013 წლის 2 სექტემბერს გამოცემული იქნა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებაც, რომელიც ეხება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღეს უკვე არსებობს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც შემუშავებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტი მის შეკვეცილ და მნიშვნელოვნად სახეცვლილ ვერსიას წარმოადგენს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით პრეზიდენტის  ადმინისტრაციას არ დაევალება შემდეგი ინფორმაციის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნება:

  • ადმინისტრაციული  ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში;
  • ადმინისტრაციული  ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები;
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
  • ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები, ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესი შესახებ;
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში;
  • ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;
  • რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები;
  • ადმინისტრაციული ორგანოს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები;
  • ბიუჯეტის შესარულების შესახებ ინფორმაცია;
  • ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი;
  • ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად;
  • უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია;
  • სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ;
  • ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით მიღებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხიდან, ვხდებით ისეთ პუნქტებს, რომლებიც არასრულყოფილადაა წარმოდგენილი მთავრობის დადგენილებით მიღებულ პუნქტებთან შედარებით. მაგალითად პუნქტში, რომელიც ეხება ინფორმაციას ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს ვალდებულება პროაქტიულად გამოაქვეყნოს კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა, კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა. აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეხება ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეულ სამივლინებო ხარჯებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიერ აღნიშნულისთვის გაწეული ხარჯების გამოქვეყნებას ჯამურად, რაც მას არ ავალდებულებს თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯების გამოქვეყნებას განცალკევებით.

IDFI-ი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა შედგენილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსური გამჭვირვალობისა და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ მთვარობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხით და არ შემოიფარგლონ მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც მათ გამჭვირვალობის ნაკლებ ვალდებულებას დააკისრებს, რასაც სამწუხაროდ ადგილი აქვს პრეზიდენტის ბრძანებულების მაგალითზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023