IDFI-მ რეგიონული ტელეარხების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მოდელი წარმოადგინა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 15 ივლისი 2013

რეგიონული ტელევიზიების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხებზე იმსჯელეს რეგიონული ტელევიზიის წარმომადგენლებმა, საქსელო პროვაიდერებმა და დარგის ექსპერტებმა.

შეხვედრა მიმდინარე წლის 11 ივლისს IDFI-ს ორგანიზებით ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში“ გაიმართა.

ინსტიტუტის ხედვა და რეკომენდაციები რეგიონული საეთერო მიწისზედა მაუწყებლების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოებას GARB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და IDFI -ს ექსპერტმა ნათია კუპრაშვილმა გააცნო.

დიგიტალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ რეგიონულ ტელე-არხებს სატელევიზიო სიგნალის დამოუკიდებლად გავრცელების შესაძლებლობა მიეცეთ, რასაც მცირესიმძლავრიანი გადამცემები ურუნველყოფენ. მათი აგება მოცულობით ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ შესაძლებელია, ერთ ზონაში არსებულმა რამდენიმე მაუწყებელმა ერთი სიხშირით ისარგებლოს. იმ შემთხვევაში თუ ზონაში მხოლოდ ერთი მაუწყებელია, მის კუთვნილ მცირესიმძლავრიან ქსელზე გავრცელდება სავალდებულო ტრანზიტის ვალდებულება.

შეხვედრაზე გამოითქვა საპირისპირო მოსაზრება, რომ შესაძლოა ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომგებიანი იყოს ახალი ინფრასტრუქტურის აგება. ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით 2 მულტიპლექსის აგება, რომელთაგან ერთზე ცენტრალური არხები, მათ შორის საზოგადოებრივი არხი, ხოლო მეორეზე რეგიონული მაუწყებლები განთავსდებიან სახელმწიფოს 14 მილიონი ევრო დაუჯდება - განაცხადა საქართველოს ტელერადიოცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბორის ადამიამ.

უკრაინის რეგიონულ მაუწყებელთა ქსელის NAM-ის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ერთ სამაუწყებლო ზონაში ერთი მცირესიმძლავრიანი მულტიპლექსის აგების ღირებულება 30 ათასი დოლარია. IDFI და GARB -ი საუკეთესო მოდელის შესარჩევად და სწორი გათვლების გასაკეთებლად სახელმწიფოს და დაინტერესებულ მხარეებს სატესტო სამაუწყებლო ზონის მოწყობას სთავაზობენ.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“- ფარგლებში IDFI აქტიურად მუშობს ციფრული მაუწყებლობის თემაზე. 2013 წლის 21 მაისს ინსტიტუტმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკუთარი სტრატეგია წარმოადგინა.

IDFI-ს მიერ შემუშავებული სტრატეგია მოიცავს ყველა საკვანძო მიმართულებას, რომელიც ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის და ციფრული მაუწყებლობის კონკურენტ პლატფორმად ჩამოყალიბებისთვისაა საჭირო. დოკუმენტში დეტალურადაა ჩამოყალიბებული ტექნიკური პარამეტრები, მაუწყებლობის ლიცენზირება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა, რეგიონული მაუწყებლების დახმარების პოლიტიკა, ბიზნესმოდელი, საინფორმაციო კამპანიის წარმოება. სტრატეგია ადგენს დამატებითი კრიტერიუმებს ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში პროგრამების განთავსების პრიორიტეტებისთვის და განსაზღვრავს კომერციული მაუწყებლების მულტიპლექსორის რესურსებთან დაშვების წესს შეზღუდული რესურსის არსებობის შემთხვევაში.

 

საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია

წყარო: http://www.idfi.ge/?cat=researches&topic=102&lang=ka
© ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 2013 წელი. ყველა უფლება დაცულია
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024