11 ივლისს, ხუთშაბათს, 10 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში“ (მის: ჭოველიძის 10) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რეგიონული მაუწყებლების ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის მოდელის პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება IDFI -ს ხედვა და რეკომენდაციები რეგიონული და ადგილობრივი საეთერო მიწისზედა მაუწყებლების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
საქსელო პროვაიდერები და დარგის ექსპერტები ამ სფეროში არსებული პრობლემებს მოწესრიგების და მაუწყებლების წინაშე არსებული გამოწვევების დარეგულირების გზებზე იმსჯელებენ. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
შეხვედრა ეწყობა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“- ფარგლებში.