ავტორი: ნინო ცუხიშვილი
სტატია წარმოადგენს საქართველოსა და ხორვატიის 2013 წლის 15 თებერვლის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ ახალი კანონის შედარებით-სამართლებრივ ანალიზს და უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების თაობაზე რეკომენდაციების წარმოდგენას საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით.
სტატიაში შედარებით-სამართლებრივ კონტექსტში განხილულია შემდეგი საკითხები: ინფორმაციის მფლობელები, პროაქტიული გამოქვეყნება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვები და პროპორციულობისა და საჯარო ინტერესის ტესტი, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები და პროცედურები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ზედამხედველობის მექანიზმი და ინფორმაციის გაცემის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა, ასევე ინფორმაციის ხელახლა გამოყენების ინსტიტუტი.
სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში.
სტატიაში გამოქვეყნებული მოსაზრებებზე პასუხისმგებელია IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) და შესაძლებელია ისინი არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის შეხედულებებს.