IDFI-ის მოსაზრებები სემეკის კომპლექტაციასთან დაკავშირებით

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 7 ივნისი 2013
ავტორი: უჩა სეთური
 
 
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით (უკვე განხილულია მეორე მოსმენით) იხილავს ცვლილებების პაკეტს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში, რომლის ინიციატორიც არის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, სემეკის კომპლექტაცია ნაცვლად პრეზიდენტისა მოხდება პრემიერ-მინისტრის მიერ. IDFI-ის მიაჩნია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი ცვლილებები არ უნდა ხორციელდებოდეს ფორსირებული გზით საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ შეთავაზებული ცვლილება შინაარსობრივად არ აღმოფხვრის სამართლებრივ რისკებს. აქედან გამომდინარე IDFI-ი აქვეყნებს  ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების საკუთარ ხედვას.
 
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის  შესაბამისად, დამკვიდრებულია არასწორი პრაქტიკა. მე-6 მუხლის შესაბამისად, კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ყველზე არასასურველ რეგულაციას წარმოადგენს ის გარემოება, რომ კომისიის წევრის კანდიდატურას წარადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა დაინიშნოს ექვსწლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ნიშნავს ახალ წევრს დარჩენილი ვადით. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, უნდა მოხდეს პრეზიდენტის ჩანაცვლება პრემიერ-მინისტრით, რაც უკეთესია ინსტიტუციურად (როგორც პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი) ვიდრე პრეზიდენტის კომპლექტაციის წესი, თუმცა მიგვაჩნია, რომ არასწორია პრემიერ მინისტრისთვის, როგორც აღმასრულებელი უფლებამოსილების მქონე თანმდებობის პირისთვის, ერთპიროვნულად, მერეგულირებელი ორგანოს წევრის დანიშნვნის უფლებამოსილების მინიჭება. უკეთეს ალტერნატივად მიგვაჩნია მარეგულირებელი კომისიის კომპლექტაციისას გაიზარდოს საკანონმდებლო ორგანოს როლი.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024