IDFI-მ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი წარმოადგინა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 24 მაისი 2013

2013 წლის 21 მაისს  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი წარმოადგინა.
შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებებლი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქსელო პროვაიდერებისა და მაუწყებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


IDFI -ს ექსპერტმა უჩა სეთურმა დამსწრე საზოგადოებას ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები გააცნო. ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სტრატეგია მოიცავს ყველა საკვანძო მიმართულებას, რომელიც ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის და ციფრული მაუწყებლობის კონკურენტ პლატფორმად ჩამოყალიბებისთვისაა საჭირო: დოკუმენტში დეტალურადაა ჩამოყალიბებული ტექნიკური პარამეტრები, მაუწყებლობის ლიცენზირება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა, რეგიონული მაუწყებლების დახმარების პოლიტიკა, ბიზნესმოდელი, საინფორმაციო კამპანიის წარმოება.


სტრატეგია ადგენს დამატებითი პირობებს და კრიტერიუმებს ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში პროგრამების განთავსების პრიორიტეტებისთვის გარდამავალ და შემდგომ პერიოდში. სტრატეგია განსაზღვრავს კომერციული მაუწყებლების მულტიპლექსორის რესურსებთან დაშვების წესს შეზღუდული რესურსის არსებობის შემთხვევაში.


პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. სფეროს ექსპერტებმა საჯარო და სამოქალაქო სექტორიდან განიხილეს წარმოდგენილი დოკუმენტი  და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს.


ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია გააქტიურდეს სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მუშაობა ამ მიმართულებით. მითუმეტეს, რომ ევროპის ქვეყნებმა ციფრულ მაუწყებლობისთვის  მზადება მინიმუმ 5 წლით ადრე დაიწყეს, საქართველოს კი ამისთვის 2 წელზე ნაკლები დრო აქვს დარჩენილი.


მაუწყებლების შეკითხვებს ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქალბატონმა ეკა ყუბუსიძემ უპასუხა.   მისი თქმით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა და გაციფრულების სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტის ჩამოყალიბების პროცესში IDFI-ს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024