აბორტების სტატისტიკა საქართველოში – 2004-2012 წლები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 23 მაისი 2013

 

images52013 წლის 22 მაისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია 2004-2012 წლებში საქართველოში ჩატარებული აბორტების შესახებ. მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცხრა წლის განმავლობაში (2004-2012)  საქართველოში ორსულობის შეწყვეტის ფაქტებმა საგანგაშო ციფრი 221 082 შეადგინა. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აბორტების დინამიკა ყოველწლიურად მატულობს და 2004 წლის მონაცემთან შედარებით 2012 წლის წინასწარი მონაცემი 130%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ხელოვნური აბორტების რიცხვს, 2012 წლის მაჩვენებლებით, ხელოვნური აბორტების რაოდენობა 300 % – ით  არის გაზრდილი 2004 წლის მონაცემთან შედარებით, ხოლო 2011 წელთან მიმართებაში ზრდა 25%-ს შეადეგნს (6785 შემთხვევით მეტი, სულ 33644 აბორტი). აღნიშნულ პერიოდში ორსულობის შეწყვეტის შემთხვევების დინამიკა წლების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე.

Capture9

 

საქართველოში მზარდი ტენდენცია შეინიშნება, როგორც ხელოვნურ ასევე თვითნებური (სპონტანური) აბორტების შემთხვევებშიც. 2004 წლის მონაცემთან შედარებით 2012 წელს თვითნებური აბორტების რაოდენობა გაზრდილია დაახლობით 110% -ით.

Capture6

მნიშვნელოვანია მონაცემები, თუ როგორ გადანაწილდა აბორტები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. როგორც ირკვევა, ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები 15 წლამდე მოზარდების ასაკობრივ კატეგორიაშიც არის დაფიქსირებული,  2012 წლის მონაცემებით მათ მიერ ჩატარებული აბორტის 20 შემთხევა დაფიქსირდა (მათ შორის 11 ხელოვნური). 2012 წელს აბორტების ყველაზე  დიდი წილი 48,4% (სულ 18727, მათ შორის ხელოვნური – 16098) მოდის 20-29 წლამდე ასაკის ჯგუფზე.

Capture4

2004-2012 წლებში აბორტების რაოდენობა  ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

abort2

სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციაში აგრეთვე მოცემულია აბორტების მაჩვენებლები შესაბამისი ასაკის 1000 ქალზე დაანგარიშებით. როგორც ირკვევა 2012 წლის წინასწარი მაჩვენებლით ყოველ შესაბამისი ასაკის 1000 ქალზე აბორტის რიცხოვნობა შეადგენს 31-ს.  აღნიშნული მაჩველებლები წლების  მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად:

Capture2

საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ საქართველოში აბორტის ძირითადი ოდენობა მეორე და შემდგომ ორსულობაზე მოდის.  2011 – 2012 წლებში პირველი ორსულობის დროს აბორტების კლებადი ტენდენცია შეინიშნება.

Capture3

აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ საქართველოში მინი აბორტების (ორსულობის 5 კვირამდე პერიოდი) წილი   ორსულობის შეწყვეტის სრული ოდენობის მხოლოდ 34% დან  – 42% მდე მერყეობს.

Capture7

ზემოთ მოყვანილი მონაცემები ინსტიტუტის მიერ გამოთხოვილი იქნა აგრეთვე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან. მათ მიერ მოწოდებული იქნა 2004-2011 წლების მონაცემები.  სამინისტროდან და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებულ მონაცემებს შორის გამოვლენილია მცირე განსხვავებები, რომელიც უკავშირდება 2011 წლის მონაცემებს, თუმცა საქართველოში არსებული აბორტების ზრდის საგანგაშო დინამიკა ორივე დაწესებულებიდან მიღებული მონაცემებით დასტურდება.

Capture8

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024